კალენდარში არსებობს დღეები, რომლებიც განსაკუთრებული ენერგიის მატარებლად მიიჩნევა. ასეთი დღეების რიცხვს მიეკუთვნება სარკისებრი თარიღები. ანუ დღეები, როცა თარიღში რიცხვები სარკისებურად იკითხება ან მეორდება. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ასეთ დღეებში გარკვეული რიტუალების ჩატარებას წარმატების მოტანა შეუძლია.
2025 წლის ბოლო სარკისებური დღე 12 დეკემბერსაა. ასტროლოგი ლამზირა ხაჭაპურიძე ამ დღეს ჩასატარებელ 12 -წუთიან რიტუალს გვასწავლის:
„დღეს 12.12. 2025 ასტროფსიქოლოგიური გენეტიკური პრაქტიკა/
დღევანდელი 12-წუთიანი პრაქტიკა (12.12-ისთვის):
უყურე საკუთარ თვალებს 12 წუთი (არაა იოლი პრაქტიკა).
გონებაში თქვი:
„სიმართლე კურნავს, მე ჩემი თავი უნდა ვნახო...“.
დაუკვირდი, რა გტკივა. სად იყავი არასწორი, სად ხარ ძლიერი.....დაინახე საკუთარი სული.....უყურე... ესაუბრე ...
იქნებ ნიღბებიც მოიხსნა ...
ბოლო წუთებში უთხარი საკუთარ თავს:
„2026-ში ჩემი თვალებით შევდივარ - არა ნიღბებით“.
დღეს ეს 12 წუთი შეცვლის გზას, რომლითაც 2026-ში გადადიხარ...
სარკე დღევანდელიდან გეტყვის იმას, რასაც სხვები არ ან ვერ გეუბნებიან...
და როცა საკუთარ თვალებს შეხედავ, სწორედ იქ იწყება შენი განკურნება... ეს ძლიერი პრაქტიკაა 2026.
ამ პრაქტიკის შემდეგ სუფთა ფურცელზე დაწერეთ ყველა თქვენი სურვილები და შეინახეთ 2026 წლის 12 დეკემბრამდე...“, - წერს ლამზირა ხაჭაპურიძე.
ასევე დაგაინტერესებთ: