Digest Logo

🎥 „თუ ამ სექტორს გაანათებთ, ჯანმრთელობის პრობლემებს მოიზიდავთ, განსაკუთრებით ოჯახის უფროს მამაკაცს შეეხება“ - ნაძვის ხის განათების რეკომენდაციები ეკა კვარაცხელიასგან

1765527851
ეკა კვარაცხელია

ახალი წელი ყოველთვის პატარა სასწაულია და მისი დასაწყისი ხშირად ნაძვის ხის ანთებას უკავშირდება. თუმცა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ნაძვის ხის დადგმა, არამედ ამის სწორად გაკეთებაც: აირჩიეთ იღბლიანი დღე, იპოვეთ იდეალური ადგილმდებარეობა და შეარჩიეთ ფერები, რომლებიც სახლს ჰარმონიას, წარმატებას და კომფორტს მოუტანს. 2026 წელს, ცეცხლის ცხენის წელს, ნაძვის ხის მორთვა შეიძლება ნამდვილ იღბლიან რიტუალად იქცეს.

სად დავდგათ ნაძვის ხე 2026 წლის ენერგიის გასაძლიერებლად - აღნიშნულ თემაზე სოციალურ ქსელში ფენ-შუის სპეციალისტი ეკა კვარაცხელია საუბრობს:

„ამ დღესასწაულის მთავარი გული არის ნაძვის ხე. 

სად დავდგათ დეკემბერში და როგორ მოვრთოთ ნაძვის ხე:

ნაძვის ხე უნდა დაიდგას სახლის აღმოსავლეთ, სამხრეთ-აღმოსავლეთ სექტორში. ეს სექტორები ყველაზე პოზიტიურია ამ თვეში. 

ნეგატიური სექტორები, სადაც არ შეიძლება დავდგათ ნაძვის ხე: სამხრეთი, ჩრდილო-დასავლეთი და ჩრდილო-აღმოსავლეთი. 

სწორად რომ ვთქვათ, ნაძვის ხე შეგიძლიათ დადგათ ყველგან, მაგრამ არ შეიძლება ციმციმები, გირლანდების და სანთლების ანთება, რადგან ჩრდილო-დასავლეთით 5 იანვრამდე დაჯდა ავადმყოფობის ვარსკვლავი. და თუ თქვენ ამ სექტორში გაანათებთ ნაძვის ხეს, პრობლემებს მოიზიდავთ ჯანმრთელობის კუთხით, განსაკუთრებით შეეხება ოჯახის უფროს მამაკაცს. 

ჩრდილო-აღმოსავლეთი გახლავთ სექტორი, რომელიც მთელი წლის განმავლობაში ნეგატიურია, დაჯდა ყველაზე ნეგატიური ვარსკვლავი, წლის ყვითელი ხუთიანი. მას მოაქვს არასასიამოვნო ისტორიები, მოვლენები. 

სამხრეთის სექტორი დაზიანდა რადგან იქ განთავსდა თვის ყვითელი ხუთიანი. ამიტომ აქ ციმციმებს ნუ გააკეთებთ“, - ამბობს ეკა კვარაცხელია. 

ასევე დაგაინტერესებთ:

„ფურცელზე დაწერე კონკრეტული თანხა, რომელსაც შენს ცხოვრებაში იწვევ, გაამრავლე 27-ზე...“ - რა რიტუალი ჩავატაროთ სარკისებურ დღეს

🎥 „ნანის არაფერი მოსწონს, ძალიან კრიტიკულია, სულ მეჩხუბება, არ გინდა ასე, ამას ნუ აკეთებ... რომ ვჭამ ისე მიყურებს, ლუკმას ვერ გადავყლაპავ“ - რას ჰყვება ეკა მამალაძე

🎥 „მახსოვს ის დღე, როცა სარკეში პირველი ნაოჭი დავინახე...“ - როგორ ინარჩუნებს 65 წლის ეკა მამალაძე სილამაზეს და სხეულის ფორმებს