Digest Logo

🎥 „ძალიან პატარა ასაკიდან დამოუკიდებელი გავხდი, 16 წლიდან ჩემს ოჯახზე ვზრუნავდი, საკუთარი გზა თავად გავიკვალე“ - რას წერს ნუცა ბუზალაძე

1781462863
ნუცა ბუზალაძე

ქართველი მომღერალი ნუცა ბუზალაძე, ბოლო წლებია აშშ-ში ცხოვრობს, საერთაშორისო მუსიკალურ სივრცეში აქტიურ საქმიანობას აგრძელებს და კარიერაში მნიშვნელოვან ეტაპს გადადის.

არტისტმა ფართო საზოგადოების ყურადღება როგორც ქართულ, ისე უცხოურ სცენაზე მიიპყრო, იგი კვლავ ყურადღების ცენტრშია თავისი ახალი ბიზნესსაქმიანობით თუ სოცქსელში საჯარო გამოჩენებით.

მან ახალი სიმღერა „LaLa” ჩაწერა და მისი შექმნის ისტორიაზე სოციალურ ქსელში ისაუბრა:

„8 წლის ასაკიდან სცენასა და ტელევიზიაში ვარ, ამიტომ საზოგადოების ყურადღებასა და შეფასებებთან ერთად გავიზარდე. ჩემს ცხოვრებაში თითქმის ყოველ ნაბიჯს ყოველთვის მოჰყვებოდა რეაქცია, ხან სიყვარული და მხარდაჭერა, ხან კრიტიკა და ნეგატივი.

ძალიან პატარა ასაკიდან დამოუკიდებელი გავხდი. 16 წლიდან ჩემს ოჯახზე ვზრუნავდი, საკუთარი გზა თავად გავიკვალე და ყოველი ახალი წარმატების შემდეგ კიდევ უფრო მეტ ყურადღებასა და შეფასებას ვიღებდი. თავიდან ეს რთული იყო, მაგრამ დროთა განმავლობაში მივხვდი, რომ როდესაც წინ მიდიხარ, ყოველთვის გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებსაც ამის შესახებ საკუთარი აზრი ექნებათ.

„La La“ სწორედ ამ გამოცდილებიდან დაიბადა. ეს არ არის სევდიანი სიმღერა, ეს არის თავდაჯერებულობის, თავისუფლებისა და საკუთარი თავის რწმენის სიმღერა. ჩემი პასუხი ყველა იმ ხმაურზე, რომელიც წლების განმავლობაში თან მდევდა.

მისი მთავარი გზავნილია: რაც უნდა თქვან სხვებმა, თუ საკუთარი თავის გჯერა, ვერავინ შეგაჩერებს.

მინდოდა შემექმნა სიმღერა ადამიანებისთვის, რომლებიც დაიღალნენ სხვების მოლოდინის ცხოვრებით და საბოლოოდ ირჩევენ საკუთარ გზას, საკუთარ ხმას და საკუთარ სიმართლეს“, - წერს ნუცა ბუზალაძე. 

ასევე დაგაინტერესებთ:

ნუკი კოშკელიშვილი შიო-რიუვენთან ერთად გადაღებულ ფოტოებს გვიზიარებს

„იწყება ერთ-ერთი ყველაზე შემოქმედებითი, ხილვადი და თავდაჯერების მომტანი იუპიტერის ციკლი...“ - რას წერს ასტროლოგი

რატომ მიმართავენ ფსიქოლოგებს კაცები იმაზე, რაზედაც საზოგადოება დუმს?