
UFC-ის ვარსკვლავს და ჩემპიონს ილია თოფურიას მორიგი მნიშვნელოვანი გამარჯვება UFC-ის კიდევ ერთმა ქართველმა ვარსკვლავმა მერაბ დვალიშვილმა სოციალურ ქსელში მიულოცა.
„ილია თოფურიამ ისტორია კიდევ ერთხელ დაწერა და ძალიან ვამაყობ და შთაგონებული ვარ მისით...“, – წერს დვალიშვილი.
მერაბ დვალიშვილი, რომელიც თავადაც UFC-ის რეიტინგული მებრძოლია, ილია თოფურიას მიღწევებს ხშირად აზიარებს და წარმატებას უსურვებს.
ქართველ მებრძოლებს შორის საჯარო მხარდაჭერა და ერთიანობა გულშემატკივრებისთვის შთამაგონებელი და ამაღელვებელია.
ცნობისთვის, ილია თოფურია UFC-ის მსუბუქი წონის ჩემპიონი გახდა. მან ჩარლზ ოლივეირა პირველივე ტაიმში, ნოკაუტით დაამარცხა.
თოფურია პირველი ქართველი მებრძოლია, რომელიც UFC-ის ორი წონის ქამრის მფლობელი გახდა.
View this post on Instagram
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ილია თოფურია: დღეს ის გავაკეთე, რაც დაგეგმილი მქონდა - ყველაფერი რაც მაქვს, ღმერთის დამსახურებაა
⭕„ვინ ჯანდაბამ უთხრა პიმბლეტს, რომ ოქტაგონზე ასულიყო...ეს არ უნდა მომხდარიყო...“ - დანა უაითი
⭕რა თანხა გამოიმუშავა ილია თოფურიამ დღევანდელი გამარჯვების შემდეგ