
„დასავლეთი გიბრუნებს საკუთარ კულტურას და გარქმევს საკუთარ დავიწყებულ სახელს“ - ამის შესახებ ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში წერს და სასიხარულო ინფორმაციას ეხმაურება.
ფიროსმანმა ღირსეული ადგილი დაიკავა ალბერტინაში მანეს, მონეს, პიკასოს გვერდით.
„ძლივს, ჩვენი ბიჭი ტოლ-მეგობრებთან ერთად. მაინც ვერ მიხვდით, ვინც თქვენით ვერ მიხვდით, რატომ არ გვინდა რუსეთი? 15 რესპუბლიკიდან არავის გენიოსი არსად გაუშვიათ სადიდებლად, მხოლოდ თავისი კულტურა გახადეს მსოფლიო საგანძურის ნაწილი და თუთიყუშებივით "დასტაევსკი" აძახებინეს იმ დაკნინებულ 15 რესპუბლიკასაც.
„ვერასდროს დავეტოლეთ" დანარჩენები, სულ „ჩამოვრჩებოდით ცოტათი". „ტალსტაევსკი" აღეჭინეს და განათლების მთავარ კრიტერიუმად დაუსახეს მათი ზეპირად ცოდნა, ჯავახიშვილის, ბარათაშვილის, გალაკტიონის, ვაჟას, კლდიაშვილის, ვეფხისტყაოსნის ქვეყანას. „ავ თვალს" არ ანახვეს ჩვენები. მხოლოდ თავად გამოეფინენ მზეზე. ჩვენებს კავშირში ატრიალებდნენ მხოლოდ, რომ მთლად გულისწყრომაც არ გამოეწვიათ. საესტრადო „მილიონ ალიხ როზზე" წინ არასდროს გაატარეს ნიკალა. ვითომ მხოლოდ ეგ ირაციონალურობა იყო მისი განსაკუთრებულობა, ვარდები რომ უყიდა ქალს.
ჰოდა გავიდა, თვითონ გაიკვლია გზა. აღარასდროს გარუსდე სულელო ქართველო. სწორედ დასავლეთი გიბრუნებს საკუთარ კულტურას და გარქმევს საკუთარ დავიწყებულ სახელს.
ეს გამოფენა 2018 წელს ეროვნული მუზეუმის იმ გუნდის შრომის შედეგია, რომელსაც მუზეუმის კარი გამოუჯახუნეს 2021 წელს (მათ შორის - მეც)... არაჩვეულებრივი გამოფენა იყო, სრულიად გადასარავეი და ფიროსმანს ეკავა ღირსეული ადგილი თავის ტოლ-სწორთა შორის... ფირსომანის ინსპირაციით შექმნა და მას მიუძღვნა თანამედროვეობის დიდმა, იაპონელმა არქიტექტორმა ტადაო ანდომ ლურჯი ყვავილების მაგიდა, რომელიც ამავე ექსპოზიციაზე იყო წარმოდგენილი... ქვედა სართულზე ფიროსმანის მოტივებით შთაგონებული თანამედროვე მხატვრების გამოფენა იყო... ეს იყო ძალიან დიდი მოვლენა.
ნათი, ამ ყველაფრის აღნიშვნა მომინდა, რადგან, ისე იკითხება პოსტი, თითქოს, ეს ამბავი ახლა მოხდა... რეალურად, იმ ხალხს ვინც ახლა მუზეუმს მართავს, არაფერი ესაქმება იმ ამბავთან, რომ ფიროსმანმა ღირსეული ადგილი დაიკავა ალბერტინაში მანეს, მონეს, პიკასოს გვერდით“, - წერს ნათია ფანჯიკიძე.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
„100-მდე ეკიპაჟი იყო და სასწრაფო, წაათრიეს ბორკილებით და ნახევრადჩახდილი“ - ნინო სტურუა
🔵„უსაზღვრო ბედნიერების 4 თვე“ - ნუცა ცისკარიშვილი შვილთან ერთად გადაღებულ ფოტოებს ავრცელებს