Digest Logo

„ძნელია ასეთი ღამეების განცდა, თუ არ გიცხოვრია“ - გიორგი კეკელიძე ბავშვობას იხსენებს

1790764963
 გიორგი კეკელიძე

ლამპის შუქი, „ფეჩზე“ მდგარი „ჩაინიკი“ და „კუშეტკაზე“ მიძინებული სტუმარი - გიორგი კეკელიძე ბავშვობის ოზურგეთში გვამოგზაურებს. ესეისტი იმ ძნელ, თუმცა განსაკუთრებულ ღამეებზე წერს, რომლებშიც მთელი თაობა გაიზარდა:

„აი, ასე იყო. ზუსტად ასე და ასეთი ქართულით უფრო უხდება:

დუხოვკაში ეწყო შეშები. სველი. სობელი. გამომჟრალი. ორთქლი ასდიოდა. უნდა გამოგეშრო შესანთებად. ლამფასთან ვიჯექი და ზოოლოგიის წიგნს ვკითხულობდი.

დედაჩემი თეფშებს რეცხავდა. საინებს. ჩაინიკიდან ამატებდა ცხელ წყალს. ჩაინიკი იდგა ფეჩზე. მამაჩემი იჯდა ტახტზე. დაღლილი და ძილთან ახლოს. ამ დროს ვინცხამ დეიძახა. რა დროის მოსლა იყო ახლა.

სტუმარი ამბობს: „აფერი არ მინდა ტყულარომა, აგერ ვიყაი და რომ არ შემემევლო, არ გამევიდოდა“ . „ოოოჰ, მობძანდი გულივერა“ ვეუბნებით ჩვენ ძალიან, ძალიან გულსგარეთ, მაგრამ გარდაუვალი ღიმილით.

თებერვალია, წვიმს, გვიჭირს. „ამღამე ვერ წავალ ჩოხატოურში, მარა აფერი არ მინდა, აგერ დავწობი, კუშეტკაზე“ ჩვენ ვამბობთ: „მეიცა, კაცო, რაცხას ვიზამთ, რაფერ ხარ? დედაშენი რაფერაა?“.

გულივერა მამაჩემის კლასელია. ჩოხატაურიდან. ჩვენ ოზურგეთში ვცხოვრობთ. შეწუხება: ბადრიჯნის მჟავე. იგივე პატრიჟნის. კამპოტის ამოტანა კიბისქვეშადან. ადესა. ყველი. შეშა არ დეიწვას დუხოვკაში. „გუუმარჯოს. გუუმარჯოს. გახსოვს, ჯონდოიე რაფერ ჯდებოდა ცხენზე? რაფერ არ მახსოვს! ამ ბაღანაზე სამეცადინო ქონდა? აგერ, ფეჩთან დაჯდება, მიორე ლამპას ავანთებთ. ჩვენ კლასი რამდენი ხანია დავამათავრეთ?!“.

ძნელია ასეთი ღამეების განცდა, თუ არ გიცხოვრია.

მე ასეთ ღამეებში გავიზარდე“, - წერს გიორგი კეკელიძე.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„გაიძულებს ბოდიში ყოველთვის შენ მოიხადო“ - ტოქსიკური ურთიერთობის მთავარი ნიშნები: ფსიქოლოგის რჩევები

🎥 „ეს ვიდეო მარტივი საყურებელი არ იქნება“ - გიგი ქათამაძე მსოფლიოში ყველაზე ვიწრო მღვიმიდან ექსტრემალურ კადრებს აქვეყნებს

⭕ 7 ნიშანი, რომ შესაძლოა წონაში მოიმატეთ - რა ცვლილებებს უნდა მიაქციოთ ყურადღება?

✕