Digest Logo

„ეკლესიაში მორწმუნეთა ქრისტეს მიერ ერთობას განსაკუთრებული ნაყოფი გამოაქვს...“ - თეოდორე გიგნაძე

1770813154
თეოდორე გიგნაძე

ჯვრის ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი და თეოლოგიის დოქტორი დეკანოზი თეოდორე გიგნაძე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში.

მისი ქადაგებები ქრისტიანებმა მალევე შეიყვარა, სწორედ ამიტომ იგი პერიოდულად სოციალურ ქსელში ამონარიდებს აქვეყნებს ხოლმე.

ამჯერად დეკანოზის ოფიციალური გვერდი წიგნიდან „წმინდა გრიგოლ ხანძთელის ეკლესიოლოგია“, ამონარიდს აქვეყნებს:

„ეკლესიაში მორწმუნეთა ქრისტეს მიერ ერთობას განსაკუთრებული ნაყოფი გამოაქვს.

ამ საქმეში ეკლესიის მოძღვრების როლი ძალზე მნიშვნელოვანია.

ქრისტეანთა ერთობის ნაყოფებია:

1. ღმრთაებრივი სიხარული. გულში აქვთ არა ამსოფლიური, არამედ ქრისტესმიერი სიხარული: „ამას ვიტყჳ სოფელსა შინა, რაჲთა აქუნდეს მათ სიხარული ჩემი სავსებით";

2. არ განისჯებიან ეშმაკთან ერთად, რადგან ამ სოფელმა ისინი ქრისტესთან ერთად მოიძულა: „მე მივსცენ მათ სიტყუანი შენნი, და სოფელმან მოიძულნა იგინი, რამეთუ არა არიან სოფლისა ამისგანნი, ვითარცა მე არა ვარ სოფლისა ამისგან“;

3. სიწმინდე, რომელიც ქრისტესგან გვეძლევა: „წმიდა-ყვენ ესენი ჭეშმარიტებითა [...] მათთჳს წმიდა-ვჰყოფ თავსა ჩემსა, რაჲთა იგინიცა იყვნენ წმიდა ჭეშმარიტებით"; ეს კი განღმრთობილი მდგომარეობაა“, - წერს დეკანოზის ოფიციალური გვერდი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ „დაკავშირებულია ჩვენს „საყრდენ ენერგიასთან” — ანუ რწმენასთან...“ - ქეთევან ჯანდიერი ზურგის ტკივილსა და გამომწვევ მიზეზებზე

⭕„გისურვებთ ძალას და სიმშვიდეს, ამ აუწერელი ტკივილის დროს“ - ნიკოლოზ ბასილაშვილი მოკლული გიგა ავალიანის დედას

⭕ „დამირეკა და მითხრა, პირველი პოეტი ვარ ამ ქვეყანაში...“ - რას წერს გიორგი კეკელიძე