
UFC-ის ქართველი ჩემპიონი, ილია თოფურია ზედმეტსახელს იცვლის, ინფორმაცია თავად მებრძოლმა სოციალურ ქსელში გაავრცელა.
„ელ მატადორი ჩემი ზედმეტ სახელი იყო ყველა ბრძოლაში, მაგრამ შემდეგ ჯერზე ოქტაგონზე სხვა სახელით შევალ“, - წერს ილია თოფურია „იქსზე“.
შეგახსენებთ, რომ ილია თოფურია MMA-ში დაუმარცხებელია. მის ანგარიშზე 16 ორთაბრძოლა და 16 გამარჯვებაა. გასული წლის თებერვალში, მან ალექს ვოლკანოვსკი დაამარცხა და ქვემსუბუქი წონის ჩემპიონი გახდა.
ოქტომბერში მაქს ჰოლოუეისთან ტიტული წარმატებით დაიცვა, რის შემდეგაც წონა შეიცვალა, მსუბუქ წონაში გადავიდა და პირველ ორთაბრძოლას უახლოეს პერიოდში გამართავს.
El Matador has been my ally in every fight. But next time, I’ll step into the octagon with a new identity. #NewEra
— Ilia Topuria (@Topuriailia) March 20, 2025
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „ინსტაგრამზეც შევდივარ როცა საჭიროა...“- გაიცანით 100 წლის პოეტი აფხაზეთიდან
⭕„საოცარ ფორმაში ხარ...“ - მარიამ სანოგო ახალ კადრებს გვიზიარებს