
ნინი ბადურაშვილს და მის ოჯახს საქართველოში კარგად იცნობენ. ნინი ბევრისთვის საყვარელი მომღერალი და ტელესახეა. ის სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა და პირად ფოტოებსა თუ კარიერულ სიახლეებს გამომწერებს ხშირად უზიარებს.
ამჯერად ნინი ბადურაშვილის შვილი, ელენე იუბილარია - იგი 12 წლის გახდა.
სოციალურ ქსელში ელენეს დაბადების დღეს ულოცავენ ოჯახის წევრები და ცნობილი სახეები.
ნინი ბადურაშვილისა და ბიზნესმენ ირაკლი კუტალაძის გრანდიოზული ქორწილი „შერატონში" 2012 წლის 25 ოქტომბერს შედგა.
ნინისა და ირაკლის ქორწინება მალევე დასრულდა. ის მეუღლეს, ირაკლი კუტალაძეს, მანამ დაშორდა, სანამ შვილს გააჩენდა.
„26 წლის ასაკში გავთხოვდი. ვფიქრობ, რომ ეს ძალიან ნორმალური ასაკია. თუმცა, ამ გადმოსახედიდან, მგონია, რომ მაინც პატარა ვიყავი. 27 წლის ვიყავი, როცა დედა გავხდი და ამისთვის მზად ვიყავი... დედობაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს. ცხოვრებაში რაც უნდა ვაკეთოთ, რაც უნდა შევქმნათ, მთავარი, რასაც ვქმნით - შვილებია.ელენე ჩემგან აბსოლუტურად განსხვავებულია. რადიკალურად სხვანაირი ხასიათი აქვს. მართალი გითხრათ, მისი ხასიათი ბევრად უფრო მომწონს, ვიდრე ჩემი. სითბოს გამოხატვა შეუძლია. მე რაც უნდა ძალიან მიყვარდეს ადამიანი, გრძნობის გამოხატვის უნარი არ მაქვს" - ამბობდა ნინი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ: