Digest Logo

ელისო ვირსალაძე 84 წლის გახდა - „ვუსურვებთ ჯანმრთელობას და ხანგრძლივ შემოქმედებით ცხოვრებას“

1789389532
ელისო ვირსალაძ

ელისო ვირსალაძე არის მსოფლიოში აღიარებული ქართველი პიანისტი და მუსიკის პედაგოგი. იგი ითვლება თავისი თაობის ერთ-ერთ უდიდეს შემსრულებლად, განსაკუთრებით კი ცნობილია რობერტ შუმანის, ფრედერიკ შოპენის, ვოლფგანგ ამადეუს მოცარტისა და ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის ნაწარმოებების ინტერპრეტაციით.

დღეს, 2026 წლის 14 სექტემბერს, ელისო ვირსალაძე 84 წლის გახდა:

„დღეს ელისო ვირსალაძის დაბადების დღეა.

კლასიკური მუსიკის ცენტრის სახელით ვულოცავთ ქალბატონ ელისოს, ვუსურვებთ ჯანმრთელობას და ხანგრძლივ შემოქმედებით ცხოვრებას“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში. 

ელისო ვირსალაძე ათწლეულების განმავლობაში ეწევა აქტიურ საკონცერტო მოღვაწეობას მსოფლიოს წამყვან ორკესტრებთან ერთად. პარალელურად არის მოსკოვის კონსერვატორიისა და მიუნხენის მუსიკისა და თეატრის უმაღლესი სკოლის პროფესორი. მისი აღზრდილია მრავალი წარმატებული პიანისტი.

იღებული აქვს უამრავი საპატიო წოდება და სახელმწიფო ჯილდო, მათ შორის სახალხო არტისტის წოდება და ღირსების ორდენი.

ასევე დაგაინტერესებთ:

ურანი რეტროგრადული გახდა: ვის ელოდება თავისუფლება და ცვლილებები

„გამორჩეული, პასუხისმგებლობიანი სტუდენტი და ღირსეული მეგობარი...“ - ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, ახალი შესაძლებლობები და მოულოდნელი ცვლილებები - როგორი იქნება 14-20 სექტემბრის კვირა ზოდიაქოს ნიშნებისთვის