Digest Logo

ემოციური პარაზიტი: რატომ ვანგრევთ საკუთარ თავს განგებ და სად გადის თავისუფლების საზღვარი - რას წერეს რამაზ გიგაური

1772209477
რამაზ გიგაური

ასტროლოგი, ფსიქოლოგი და რამდენიმე წიგნის ავტორი რამაზ გიგაური, სოციალურ ქსელში სხვადასხვა ასტროპროგნოზთან ერთად საზოგადოებას ხშირად უზიარებს სასარგებლო რჩევებს.

იგი ამჯერად თემაზე: ემოციური პარაზიტი: რატომ ვანგრევთ საკუთარ თავს განგებ და სად გადის თავისუფლების საზღვარი - წერს.

„ემოციური პარაზიტი: რატომ ვანგრევთ საკუთარ თავს განგებ და სად გადის თავისუფლების საზღვარი.

ჩვენ გულწრფელად ვართ დარწმუნებულნი, რომ ჩვენი შფოთვა, უეცარი ბრაზი ან აუხსნელი სევდა მხოლოდ გარემოებების ბრალია. თავს მარტივად ვიმართლებთ სტრესული სამსახურით, რთული პარტნიორით ან უსამართლო სამყაროთი.

მაგრამ რა მოხდება, თუ გეტყვით, რომ თქვენი ტანჯვის 90% საერთოდ არ არის გამოწვეული გარე ფაქტორებით?
თუ ფსიქიკის ბნელ კუთხეებში შევიხედავთ, შემაშფოთებელ სურათს აღმოვაჩენთ: ჩვენში ცხოვრობს ავტონომიური ემოციური სტრუქტურა — „ტკივილის სხეული“ (როგორც მას ეკჰარტ ტოლე უწოდებს), რომელიც პარაზიტივით იკვებება ჩვენივე ნეგატივით.

როგორ მუშაობს ეს მექანიზმი?

ნებისმიერი ცოცხალი ორგანიზმის მსგავსად, ამ ფსიქოლოგიურ პარაზიტსაც სჭირდება საკვები. მისი ერთადერთი საზრდო კი — ახალი ტკივილია. სიხარული მისთვის მომწამვლელია. როდესაც ის შიმშილს იწყებს, გაიძულებთ, სრულიად უმიზეზოდ წამოიწყოთ კონფლიქტი, გაიხსენოთ ძველი წყენები და თავით გადაეშვათ დრამაში.
ამ დროს თქვენ კი არ ბრაზობთ — ეს თქვენში მცხოვრები პარაზიტი ითხოვს მორიგ ულუფას და თქვენ მის მორჩილ ინსტრუმენტად გაქცევთ“, - წერს რამაზ გიგაური.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„არ მიიღო გადაწყვეტილებები ემოციურობის ფონზე...“ - რა გავლენას მოახდენს ადამიანებზე 3 მარტის „მთვარის დაბნელება“ ქალწულის ნიშანში?

„მოთმინებაში ვარჯიში არის ყოველდღიური საქმიანობა ქრისტიანისა, შენი ერთგულება უფლისადმი იცდება“ - თეოდორე გიგნაძე

„როგორ ტრიალებს დედამიწა უსასრულო სივრცეში? პლანეტა ცოცხლობს, ცივილიზაციები ინგრევა, იმპერიები ქრება“ - რას წერს გია ჯაჯანიძე