
ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი სოციალურ ქსელში მორიგ საინტერესო შინაარსის პოსტს აქვეყნებს, რომელსაც „დაიჯესტი“ უცვლელად გთავაზობთ.
„ხშირად გამიგონია, ენა ცოცხალი ორგანიზმიაო და ამით ამართლებენ ამდენი უცხო სიტყვის შემოსვლას.
ენა ცოცხალი ორგანიზმია, მაგრამ ეს არ ნიშნავს საკუთარი სიტყვების დაკარგვასა და უცხოს ბრმად მიღებას.
აგერ, მხოლოდ ბოლო 150 წელიწადში მეცნიერებმა, მოღვაწეებმა, ხალხმა რამდენი ახალი ქართული სიტყვა შემოიტანეს ჩვენს მეტყველებაში და ენა როგორ გაამდიდრეს ასე სწორად გვითხრეს, რომ ენა ცოცხალი ორგანიზმია
გთავაზობთ ბოლო 150 წელიწადში შექმნილი სიტყვების მცირე ნაწილს (ისე, ყველაზე ბევრი ს-ზეა):
ამწე
აჭიმი
ბირთვი
ბმული
ბრტყელტუჩა
ბოძკიტი
გამზირი
გაკვეთილი
განედი
განტოლება
გარემარბი
გორგოლაჭი
დამტენი
დანართი
დენი
ექთანი
ერთჯერადი
ზებგერითი
ზეჟანგი
თბომავალი
თვითმფრინავი
თვითმცლელი
თოვლმავალი
კალათბურთი
კბილანა
კუთხსახეხი
მადუღარა
მამრავლი
მაყუჩი
მეკარე
მსაჯი
მჟავა
ნაკვეთური
ნამრავლი
ნახევარმცველი
ნახშირორჟანგი
ნახშირწყალი
ორთქმავალი
ორჟანგი
პირშუშხა
ჟანგბადი
რკინიგზა
საბაგირო
სანთებელა
სამმართველო
საქალაქთაშორისო
სახრახნისი
ტანვარჯიში
ტოლფერდა
ტყვიამფრქვევი
უკუკავშირი
უჯრედი
ფეხბურთი
ფოლხვა
ფრენბურთი
ფხრიწი
ქანქარა
ქანჩი
ქვემეხი
ღერძულა
ღვედი
ღილაკი
ღონისძიება
შვებულება
შვეულმფრენი
შუამარბი
ცეცხლმაქრი
ცვლა
ცვლადი
ძარა
ძრავა
ძრავსაფარი
წამმზომი
წრფე
წრეწირი
წუთშესვენება
წყალბადი
წყალბურთი
წყალარინები
ხარიხა
ხელბურთი
ხიმინჯი
ხრახნი
ხუთჭიდი
ჭანჭიკი
ჭიკარტი
ჭოჭინა
ჰოკიჯოხი“, - წერს გოგა ჩანადირი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 „ნამდვილი გაზაფხული დადგება, თბილი, ნათელი, მზიანი“ - მიმდინარე კვირის ამინდის პროგნოზი