Digest Logo

„ენის ნორმათა დამდგენ ექსპერტთა კომისიას ძალიან დააკლდება“ - კოლეგები რუსუდან ზექალაშვილს ემშვიდობებიან

1782485159
რუსუდან ზექალაშვილს

ენათმეცნიერი, ფილოლოგი, თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, რუსუდან ზექალაშვილი 71 წლის ასაკში გუშინ, 25 ივნისს გარდაიცვალა.

აღნიშნულთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში სახელმწიფო ენის დეპარტამენტის ოფიციალური გვერდი სამძიმრის წერილს აქვეყნებს:

„სახელმწიფო ენის დეპარტამენტი მწუხარებას გამოთქვამს ქართული სალიტერატურო ენის ნორმათა დამდგენი ექსპერტთა კომისიის წევრის, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის ქალბატონ რუსუდან ზექალაშვილის გარდაცვალების გამო და თანაგრძნობას უცხადებს ქალბატონი ოჯახის წევრებსა და კოლეგებს.

ქართული სალიტერატურო ენის ნორმათა დამდგენ ექსპერტთა კომისიას ძალიან დააკლდება ქალბატონ რუსუდან ზექალაშვილის გამორჩეული პროფესიონალიზმი“, - წერს სახელმწიფო ენის დეპარტამენტის ოფიციალური გვერდი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„ზეკარი - ალპები“ - გიორგი ნიკოლავას ობიექტივში ამჯერად იმერეთის ბუნება მოხვდა

როგორ ავიხდინოთ სურვილები და რა რიტუალებია ამისთვის საჭირო კვირის დღეების მიხედვით

ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომელთათვისაც 2026 წლის ივლისის დასაწყისი ფინანსურად განსაკუთრებით ხელსაყრელი იქნება