Digest Logo

„ზეკარი - ალპები“ - გიორგი ნიკოლავას ობიექტივში ამჯერად იმერეთის ბუნება მოხვდა

1782483120
გიორგი ნიკოლავა

ფოტოგრაფი გიორგი ნიკოლავა დიდი პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში. მისი აღბეჭდილი კადრები კი ხალხის სიმპათიას და სიყვარულს იმსახურებს.

ამჯერად იგი ახალ პოსტს აქვეყნებს, სადაც იმერეთის ალპების უმშვენიერესი ბუნების ფოტოებს გვიზიარებს; 

„დღეს მინდა წარგიდგინოთ ზეკარი - იმერეთის ალპები, ზღვის დონიდან 2200 მეტრზე მესხეთის ქედზე მდებარე ვულკანური წარმოშობის ქვის სვეტები „ქვასაყდარა“ რომელიც ბაღდათის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის.

ამ ტერიტორიაზე გადის იმერეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონების საზღვარი, რომლის ერთ მხარეს ბაღდათის, მეორე მხარეს კი ადიგენის მუნიციპალიტეტია.

რეგიონის ფერმერები მაისიდან ამოდიან საქონელთან ერთად და სექტემბრის ბოლომდე რჩებიან. ადგილზე აწარმოებენ რძის პროდუქტებს.

თქვენც ესტუმრეთ იმერეთის ამ მარგალიტს. კურორტ საირმიდან სულ რაღაც 20 კმ არის დაშორებული. იმედია თქვენც მოგეწონებათ“, - წერს გიორგი ნიკოლავა.

ფოტოები;👇

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

როგორ ავიხდინოთ სურვილები და რა რიტუალებია ამისთვის საჭირო კვირის დღეების მიხედვით

ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომელთათვისაც 2026 წლის ივლისის დასაწყისი ფინანსურად განსაკუთრებით ხელსაყრელი იქნება

რა არის ბუნება და პიროვნულობა? - დეკანოზ თეოდორე გიგნაძის განმარტება