
რეჟისორ ერეკლე ბადურაშვილის გარდაცვალებიდან 6 წელი გავიდა.
სოციალურ ქსელში კი ერეკლე ბადურაშვილის, შვილი ნინი ბადურაშვილი ბავშვობაში მამასთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.
„6 წელი“, – წერს ნინი.
ცნობისთვის, 2019 წელს ერეკლე ბადურაშვილი 57 წლის ასაკში გარდაიცვალა.
გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი თირკმლის უკმარისობა გახდა.
2017 წელს ბადურაშვილს დაწყებული ჰქონდა ახალი ფილმის – „ხიდის“ გადაღებები, გადაღებები ბათუმში, თბილისსა და სტამბოლში მიმდინარეობდა, თუმცა მისი დასრულება რეჟისორმა თავად ვერ მოასწრო. ფილმი მის გარეშე დასრულდა, რომლის პრემიერაც 2023 წელს, სტამბოლში გაიმართა.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „არ არის სასურველი სამსახურში გამოიჩინოთ ინიციატივა“ - 26 მარტის ასტროპროგნოზი ნინა სუსლოვასგან