UFC-ის ქვემსუბუქი წონის ქართველი ჩემპიონი, ილია თოფურია სოციალურ ქსელში ორგანიზაციის პრეზიდენტის, დანა უაითის მიმართ ღია მხარდაჭერასა და აღფრთოვანებას გამოხატავს. „მატადორი“ ეხმაურება UFC-ის ბოლო გრანდიოზულ ღონისძიებას და იმ მასშტაბებს, რომლებსაც ორგანიზაციამ უაითის ხელმძღვანელობით მიაღწია.
თოფურიამ განსაკუთრებით გაუსვა ხაზი ლინკოლნის მემორიალთან გამართულ პრესკონფერენციას, რაც სპორტის ისტორიაში მართლაც უპრეცედენტო მოვლენაა.
„ეჭვგარეშეა, დანა უაითი ერთ-ერთი იმ მამაკაცთაგანია, რომელსაც ყველაზე მეტად ვაფანატებ.
ის, რაც თქვენ ააშენეთ და ღონისძიება, რომელიც თქვენ გააერთიანეთ, ნამდვილად ისტორიულია.
პრესკონფერენცია ლინკოლნის მემორიალთან...“,- წერს ილია თოფურია და ფოტოებს აქვეყნებს.




ცნობისთვის, მსოფლიო სპორტის ყურადღება ვაშინგტონისკენ, თეთრი სახლისკენ არის მიპყრობილი, რომელიც UFC-ის ისტორიაში პირველად, უპრეცედენტო და მასშტაბურ ბრძოლას უმასპინძლებს. 15 ივნისს, საქართველოს დროით გამთენიისას, ქვემსუბუქი წონის ქართველი ჩემპიონი, ილია თოფურია ოქტაგონზე ამერიკელ ვარსკვლავს, ჯასტინ გეიჯს დაუპირისპირდება.
ამ ისტორიული მატჩის წინ გამართულ ოფიციალურ პრესკონფერენციაზე, ამერიკელი ჟურნალისტები განსაკუთრებით დაინტერესდნენ ქართველი მებრძოლების ფენომენით და ჩემპიონს ჰკითხეს, თუ რატომ არიან ქართველები ასეთი უძლეველები საბრძოლო სპორტში?!
„ჩვენ მებრძოლები ვართ, მებრძოლი სული გვაქვს!“, - განაცხადა თოფურიამ და კიდევ ერთხელ შეახსენა მსოფლიოს ქართველი ხალხის უტეხი ხასიათი.
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕ კეტი პერისა და ჯასტინ ტრიუდოს პირველი საჯარო გამოჩენა: წყვილი გრძნობებს აღარ მალავს
⭕ ანჯელინა ჯოლის ედემის ბაღი: როგორ გამოიყურება ვარსკვლავის 25-მილიონიანი ახალი სახლი ლოს-ანჯელესში