
როგორ მივიდა საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ევროპირველობამდე? - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ვრცელ სტატუსს აქვეყნებს ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი.
„დაიჯესტი“ მის სტატუსს უცვლელად გთავაზობთ:
„როგორ მივიდა საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ევროპირველობამდე?
უეფას ერთა ლიგის 2022/23 წლების გათამაშებაში ჩვენი ნაკრები C ლიგაში ასპარეზობდა. აქ უკვე ქვეჯგუფში მეტოქეები იყვნენ გიბრალტარი, ბულგარეთი, ჩრ. მაკედონია.
საქართველომ ფანტასტიკურ შედეგს მიაღწია. არცერთი თამაში არ წაუგია, 5 მოგება და 1 ფრე.
ბურთების შეფარდება 16:3
წარმოუდგენლად მაღალი იყო როგორც შეტევითი, ასევე დაცვითი მაჩვენებელი. ხოლო ჩრ. მაკედონიას, ვისთანაც ევროპირველობაზე მოსახვედრად ფინალი 0:1 წავაგეთ, ორივე თამაშში პირწმინდად მოვუგეთ.
საბოლოო შედეგები:
საქართველო-გიბრალტარი
4:0
ბულგარეთი-საქართველო
2:5
მაკედონია-საქართველო
0:3
საქართველო-ბულგარეთი
0:0
საქართველო-მაკედონია
2:0
გიბრალტარი-საქართველო
1:2
ამას მოჰყვა ნახევარფინალი და შემდეგ ფინალი:
ნახევარფინალი:
საქართველო-ლუქსემბურგი
2:0
ფინალი:
საქართველო-საბერძნეთი
0:0 (პენალტების სერია 4:2)
ერთა ლიგაზე საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები ყოველთვის წარმატებით ასპარეობდა. თუ არ ჩავთვლით ჩრ მაკედონიასთან ფინალში (2020 წ.) დამარცხებას.
ნაკრები კარგი ასპარეზობის გამო B ლიგაში აღზევდა. ამჯერად, ქვეჯგუფში მეტოქეები არიან ჩეხეთი, უკრაინა და ალბანეთი.
საინტერესოა, რომ ქვეჯგუფის ოთხივე წევრი გერმანიაში ევრო-2024-ზე იასპარეზებს. ჩეხეთი სულაც ევროპირველობის ქვეჯგუფშიც ჰყავს საქართველოს.
ერთა ლიგის ისტორიაში საქართველოს ორი გამორჩეული გმირი ჰყავს - გიორგი ჩაკვეტაძე და ხვიჩა კვარაცხელია. ასევე, ბოლო შეხვედრებში შესანიშნავი თამაშები ჰქონდათ გიორგი მამარდაშვილსა და ბუდუ ზივზივაძეს.
გიორგი ჩაკვეტაძე გახდა ფეხბურთელი, რომელმაც უეფას ერთა ლიგაზე პირველი გოლი გაიტანა (ყაზახეთთან).
წინ ევროპის პირველობაა, რომელიც 14 ივნისიდან 14 ივლისამდე გაიმართება.
B ლიგის გათამაშება კი საქართველოსთვის 2024 წლის 7 სექტემბერს თბილისში ჩეხეთთან შეხვედრით დაიწყება.
დიდ გამარჯვებებსა და წარმატებებს ვუსურვებ ჩვენს საყვარელ გუნდსა და ფეხბურთელებს“, - წერს გოგა ჩანადირი.
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 ცნობილია, რატომ მისცა წითელი ბარათი შიმონ მარცინიაკმა გიორგი ლორიას
⭕„ბადარა ბუდუზი…“ – როგორ გამოიყურებოდა ბავშვობაში ბუდუ ზივზივაძე