Digest Logo

„ერთგულებაზე და ფინანსებზე გააკეთეთ აქცენტი სტატუსში? ოკ“ - ოთო ლომთაძე „მთავარ არხს“

1662055294
ოთო ლომთაძე

სცენარისტი ოთო ლომთაძე „ვანოს შოუს“ გუნდის წამოსვლის მიზეზებთან დაკავშირებით, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

„საღოლ.

P.S. ეს მოკლედ და უფრო ვრცლად უახლოეს მომავალში.

P.P.S. ერთგულებაზე და ფინანსებზე გააკეთეთ აქცენტი სტატუსში? ოკ.

დიტო საძაგლიშვილი, დარწმუნებული ვარ, ამ ტექსტის არც შედგენაში გაქვს მონაწილეობა მიღებული და მეტიც, არც კი წაგიკითხავს. წინააღმდეგ შემთხვევაში, არ დაუშვებდი მის გამოქვეყნებას. რაღაც უცნაურ, აფექტურ მდგომარეობაში იმყოფებით მეგობრებო და გირჩევთ უფრო მეტად იაზროვნოთ. პატივისცემით ო. ლომთაძე“, - წერია გავრცელებულ სტატუსში.

ამავე პოსტის კომენტარებში ვანოს შოუს გუნდის წევრმა თამუნა ლეკვეიშვილმაც დააფიქსირა საკუთარი აზრი:

„მართლა ყველაფერი ხო არ შეიძლება იკადრო... უხერხული „მთავარი არხის“ განცხადებაა! გადაცემებს რომ გვიხურავენ, რა უნდა ვქნათ? ფული არ არის მთავარი... კიდე ჩვენ არ უნდა გაგვეკეთებინა? დაგვიხურეს ყველა გადაცემა და მარტის მერე ხელფასი არ მოუციათ“.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„არ ღირს ხელმძღვანელებთან კამათი, უმჯობესია დავის გარეშე შეასრულოთ ყველა დავალება და არ ჩაებათ არასასურველ კონფლიქტში“ - მიხეილ ცაგარელი

🔵რომელი დღეა სექტემბერში ყველაზე მძიმე - მაგნიტური ქარიშხლების კალენდარი

🔵„ყურადღება მიაქციეთ სექტემბრის ამ რიცხვებში მომხდარ ამბებს - ეს თემები ძალზე მნიშვნელოვანი იქნება 6 თვის მანძილზე“ - ხათუნა ნოელი