აშშ-ში მცხოვრები მსახიობი იუნა შაფათავა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ საფრანგეთში მოგზაურობა უკვე დაასრულა და ამერიკაში დაბრუნდა.
🔵 რატომ ავირჩიე ის ჯოჯოხეთი, ის ფულის კანტორა, არ ვიცი…“ - რას წერს იუნა შაფათავა
შაფათავა, დეტალურად აღწერს საზღვარზე გადამხარდარ ამბავს, რომ მას ფრანგმა მესაზღვრეებმა უამრავი შეკითხვა დაუსვეს.
„არ ვიცი, გოჭი ტყემალ მწვადები ვის შემოგაქვთ, საქართველოდან რომ ბრუნდებით, მე არაფერი წამომიღია, საფრანგეთის duty free-ში ერთი მდოგვი ვიყიდე ჩემთვის და დანარჩენზე ფრანგებმა - არც იფიქრო, არ გაატარებენ …
მოკლედ, იმდენი კითხვა დასვა საზღვრის ოფიცერმა - სად ვიყავი, რატომ, რამდენი ხნით, პარიზში რა მინდოდა, საჭმელი თუ მომაქვს და სად ვმუშაობ აქ, რას ვაკეთებ 1 - ერთი ის არ მკითხა, სექსი ვისთან მქონდა ბოლოს და რა მიზეზით სანამ არ ვუთხარი, ოსკარის ასაღებად ვარ, არ დაწყნარდა, კი შეიცხადა, ოსკარიო, wow..
მეორე ეტაპზე გასვლისას გამაჩერეს - საიდან მოფრინავ, შოპინგზე ბრენდული რაღაცები თუ იყიდეო და მაგრად შეიცხადა, პარიზში საყიდლებზე არ დავდივარ, სასეირნოდ ვიყავი მეთქი და ყველა შოპინგზე დადისო პარიზში.
კი აღარ ვუთხარი, მდიდარი ქალის რა მეტყობა, ერთ ჩემოდანს მოვაგორებდი, მაგრამ
ტკბილად დამემშვიდობა.
მართლა არ ვიცი, ვის რა დაგაქვთ აქეთ იქით, საფრანგეთიდანაც სერიოზული ფილტრი იყო
ფრანგმა ისიც კი იკითხა, დარწმუნებული ხარ, შენ ჩემოდანში ვინმემ რამე არ ჩადო- სასტუმროში იდო მეთქი, რა გითხრა
კონკრეტულად ვინმეს რამე თუ მოგაქვსო და რა დევს შიგნით თუ იცი, პირდაპირ თქვა, ხუმრობის გარეშე.
ალკოჰოლი, სიგარეტი, წამალი, საჭმელი, სასმელი, ფული 10 ათასზე მეტი თუ გამაქვს ან შემომაქვს, მოგზაურობის დანიშნულება და მიზანი.
სამხედრო მდგომარეობაა და ვისაც სწყინს, რამე რომ არ მომაქვს, ნუ მიწყენთ, მაგარი შარია. და ყველას გირჩევთ. დალუქული და დაცელოფნებული ‘საჩუქრები’, რაც არ იცით, შიგნით რეალურად რა დევს, ნუ მოგაქვთ.
გაოცებული დავრჩი, ამ დაკითხვებით და მე რომ
არც ლაპარაკი მიჭირს და დასამალიც არაფერი მაქვს, კი იცით.
და ვისაც საბუთები გაქვთ მოსაწესრიგებელი, მოაწესრიგეთ. ბუზი ვერ გადაიფრენს.
ფეხით გადმომსვლელთათვის კი- ათასჯერ დაფიქრდით, ვიდრე პოტენციურად გადაყრით ათასობით ფულს, რომ პირდაპირ დეპორტი აირტყათ და ნერვებს მოისპობთ, ვიღაც იდიოტების დანაპირებზე. სერიოზული პოლიტიკური კრიზისია მსოფლიოში და ჭკუით მიუდექით“,- წერს იუნა შაფათავა.
ასევე დაგაინტერესებთ: