Digest Logo

„ერთი ჯიპიანი მოტრაბახე მამაო იყო, ერთხელ დამიბარა და მეუბნება, რომ მის ერთ-ერთ სტიქაროსანს უნდა გავყვე ცოლად. რა თქმა უნდა, არ დავემორჩილე... მაშინ მითხრა, „ალბათ“ ქალიშვილი არ ხარო“ - რა ისტორიას აქვეყნებს სასულიერო პირი

1680616619
სევდიანი ქალისევდიანი ქალი

დეკანოზი ილია ჭიღლაძე სოციალურ ქსელში ძალიან ხშირად გამოირჩევა ამა თუ იმ სასულიერო პირების კრიტიკით, როგორც თავად წერს დამსახურებულადაც.

🔵  „თავსაფარი ხომ აფარია და ბაყვების გამოჩენას რას დაეძებ, ნაკურთხია“ - რას წერს დეკანოზი ილია ჭიღლაძე

ამჯერად სასულიერო პირი იმ მამაოებზე მიუთითებს, რომლებმაც აღსარების ჩასაბარებლად მისულ ერთ-ერთ მრევლს რწმენის ნასახი და ნდობა მამაოებისადმი სრულიად გაუქრეს.

„ნახეთ რა ტყიური და შემთხვევითი ადამიანებით აავსო სამღვდელოება შიოლაშვილმა.

ერთმა გამომწერმა დაწერა ეს კომენტარი-მოგონება ჩემ კედელზე:

დაახლოებით 13-14 წლის ვიყავი პირველად მამაოსთან რომ მიმიყვანეს აღსარების ჩასაბარებლად, ცოტა დარცხვენილი ვიყავი სიტყვებს ვერ ვუყრიდი თავს, პირველად შეხება ასეთ სიტუაციაში არ მქონია რომ ვინმესთან მესაუბრა ჩემს ცოდვებზე, ძალიან ეჩქარებოდა მამაოს, ცოტა გაღიზიანებულიც ჩანდა. რა ცოდვები გაქვს ჩამოთვალეო. დავიბენი, რა ვიცი დედას ვაბრაზებ ხოლმეთქო, შემატყო საუბარს ვერ ვაგრძელებდი და რაღაც მიდგომა მჭრდებოდა, მაგრამ, კაი მე დაგისვავ შეკითხვებს და მიპასუხე ხო ან არაო: სიგარეტს ეწევიო? - გავიკვირვე არა-თქო. კაცთან წოლილხარო? - ამაზე სულ გადავირიე, მაგ კითხვის მნიშვნელობაც ვერ გავიგე ზუსტად იმდენად ბავშვური ბავშვი ვიყავი. მეწყინა, გამოვიქეცი იქიდან და კაი ხანი ეკლესიაში არ მივტრიალებულვარ....

მეორე შემთხვევა - ხელნაკეთ ნივთებს ვაკეთებდი და ვცადე ჯვრიანი სამაჯურების გაკეთება. ყველამ შემაქო ასე 15 წლის ვიქნებოდი და კარგად გამომდიოდა, მაგრამ მითხრეს კურთხევა უნდა აიღო მამაოსგან საეკლესიო ნივთები რომ აკეთოო. მივედი სხვა მამაოსთან წინა ცუდი გამოცდილების მიუხედავად. ეზოში იჯდა, მივუახლოვდი ბოდიშებით და ვუამბე ჩემ გატაცებაზე, ხელში ნიმუშები მეჭირა და მინდოდა მეჩვენებინა, ვკითხე როგორ მოვქცეულიყავი რომ ნებართვა ამეღო, რა იყო საჭირო. უცებ განრისხდა, ვინ მოგცა უფლება საეკლესიო ნივთების კეთებისო, შენზე არანაირი მადლი არ გადმოდის და რა უფლებით აკეთებო. კითხვა არ დამასრულებინა, ეს ჩემი ნამუშევრებიც შემრჩა ხელში, მერე სხვა მამაოსგან გავიგე რომ უნდა მემარხულა , ეკლესიაში მევლო და ასე შემდეგ და შევასრულე კიდეც, მაგრამ ძალიან დაბრკოლებულმა ....

მესამე შემთხვევა უკვე დიდობაში, ერთ ტაძარში მოვუხშრე სიარულს , მაშინ ერთი ჯიპიანი მოტრაბახე მამაო იყო და სულ ვცდილობდი არ განმეკითხა და ჩავძირულიყავი მხოლოდ რწმენაში. ერთხელ დამიბარა და მეუბნება, რომ მის ერთ-ერთ სტიქაროსანს უნდა გავყვე ცოლად. რა თქმა უნდა, არ დავემორჩილე და ჩავთვალე რომ ეს ჩემი საქმე იყო. მაშინ მითხრა, იმიტომ არ ვემორჩილები, რომ "ალბათ" ქალიშვილი არ ვარ, ავდექი და წამოვედი....

ახლა მითხარით რატო უნდა მინდოდეს რომელიმე მამაოსთან აღსარების ჩაბარება, ან რომელიმე მამაოს მორჩილება, როცა ჩემი ღმერთი ჩემს გულშია და მასთან მისასვლელად გატუტუცებული მამაოები არ მჭირდება .... ბოდიშით გრძელი სიტყვისთვის“,- წერს დეკანოზი ილია ჭიღლაძე.

 

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵  NASA-მ მთვარის მისიის ასტრონავტების ვინაობა დაასახელა

🔵 „მსოფლიოში ცნობილ ქართველებს ვიხსენებდი ახლა და: ფაჩულია, გვასალია, კვარაცხელია, მელუა რა ხდება?“ - გურამ შეროზია

🔵  „სულ შარში როგორ უნდა ვიყოთ? ტერორისტი ქალი საქართველოში იმყოფებოდა...“ - ლალი მოროშკინა პეტერბურგის ტერაქტზე