Digest Logo

„ერთი სასიხარულო ამბავი უნდა გაგიზიაროთ...“ - რას წერს გიორგი კალანდია

1732208701
ბეჭედიბეჭედი

ისტორიკოსი და ჟურნალისტი გიორგი კალანდია საზოგადოებას სასიხარულო ინფორმაციას უზიარებს. როგორც თავად სოციალურ ქსელში წერს, ხელოვნების სასახლემ კერძო პირისაგან უნიკალური ნივთი შეიძინა - ბეჭედი, რომელიც სავარაუდოდ XII-XIII საუკუნეებით თარიღდება.

ნივთი გამყიდველს მემკვიდრეობით წინაპრებისაგან მიუღია, მათი გადმოცემით კი ბეჭედი საქართველოს ხელისუფლების მაღალი რანგის წარმომადგენელს ეკუთვნოდა.

„ერთი სასიხარულო ამბავი უნდა გაგიზიაროთ, ხელოვნების სასახლემ კერძო პირისაგან უნიკალური ნივთი შეიძინა.

ბეჭედი (საბეჭდავი) სავარაუდოდ XII-XIII საუკუნეებით თარიღდება, მის ცენტრში ფირუზია (ფერშეცვლილი) ჩამაგრებული, თავად კეთილშობილ კი ქვაზე ცხენზე ამხედრებული წმინდა გიორგია გამოსახული, რომელიც მეფე დიოკლეტიანეს გმირავს.

ბეჭდის კორპუსი 875 სინჯის ოქროსგანაა დამზადებული და მისი შიდა მხარე დიდი ოსტატობითაა ორნამენტირებული. ნივთი გამყიდველს მემკვიდრეობით წინაპრებისაგან მიუღია, მათი გადმოცემით კი ბეჭედი საქართველოს ხელისუფლების მაღალი რანგის წარმომადგენელს ეკუთვნოდა.

ბეჭედი გარკვეულ მსგავსებას ავლენს მეფე გიორგი მესამის დაკარგულ საბეჭდავთან. ნივთი მუზეუმმა საკუთარი შემოსავლებით შეიძინა და ის უახლოეს მომავალში საგანძურში გამოიფინება“, - წერს გიორგი კალანდია.

ასევე დაგაინტერესებთ:

„იხარეთ და იბედნიერეთ“ - ნინო ჩხეიძემ მამის 70 წლის იუბილე აღნიშნა

🎥 „მიყვარს ყოველი წამი ჩემს საყვარელ ადამიანებთან ერთად გატარებული“ - როგორ აღნიშნა ლიკა ევგენიძემ დაბადების დღე

„ყველა დედას უნდა შვილის გვერდით ყოფნა, მაგრამ მინდოდა მიმეცა უფრო მეტი... ძალიან რთულია ყოველი დამშვიდობება“ - რას ჰყვება ანდრია ფუტკარაძის დედა