მსახიობი რუსკა ქარქაშაძე, რომელიც აღმოსავლეთ ქვეყნებში ომის დაწყებამდე დუბაიში, დასასვენებლად მეუღლესთან ერთად იყო ჩასული, კვლავ ადგილზე რჩება.
მან სოციალურ ქსელში ქმართან ერთად გადაღებული ფოტო გაავრცელა და დედებს მარტი მიუოლოცა:
„გილოცავთ დედის დღეს დედებო...
ერთი სული მაქვს, მალე დავბრუნდეთ საქართველოში და ზუკი ჩავიხუტოთ“, - წერს რუსკა ქარქაშაძე.
ომის დაწყების პირველ დღეებში რუსკა ქარქაშაძე წერდა, რომ არავინ იცის რამდენ ხანს მოუწევდათ დუბაიში გაჩერება:
„ ისევ აქ ვართ და ცა ისევ ჩაკეტილია. ხვალ იყო ჩვენი ფრენა, რომელიც, რა თქმა უნდა, გაუქმებულია. როდის იქნება და კიდევ რამდენი ხანი ვიქნებით აქ, ჯერ არავინ იცის. ისევ მოგვდის გაფრთხილებები და არ გვიშვებენ სასტუმროდან. ჰაერში კვლავ ისმის აფეთქებების ხმა, მადლობა ღმერთს, ხმელეთზე სიმშვიდეა“, - წერდა მსახიობი რუსკა ქარქაშაძე დუბაიდან.

ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ბავშვობიდან არ მახსოვს ფქვილი მის წინსაფარზე, სულ სუფთაა, არაფერი ეცხება“ - დათო ლიკლიკაძე დედაზე