Digest Logo

„ერთი ტყუპებს ჰკითხე, საწოლის გაცვლაში რამდენი თუმანი აქვთ აღებული?... მატყავებდნენ“ - რას ჰყვება რეზი არველაძე?

1720541825
რეზი არველა

ონლაინ გვერდი „90 წუთი“, რომელიც სოციალურ ქსელში ქართული ფეხბურთის პოპულარიზაციას და საზოგადოების ინფორმირებას ახორციელებს, საინტერესო პოსტს ძმებ არველაძეებზე აქვეყნებს.

კერძოდ, გამომწერებს ერთ-ერთი ინტერვიუდან რეზი არველაძის სიტყვებს უზიარებს, სადაც ძმებზე საუბრობს.

„პლეხანოვზე მამაჩემის მშობლები და მამიდაჩემის ოჯახი ერთად ვცხოვრობდით. 2 ოთახიანი სახლი გვქონდა და ბუნებრივია, ყველა ვერ ვეტეოდით.

მაგარი ამბავი გამახსენდა: ცოტა ხანს დიდუბეში გადავედით. ამ დროს, უკვე დინამოში ვთამაშობდი, 140 მანეთი ხელფასი დამინიშნეს. პირველ კურსზეც ვიყავი, სტიპენდიასაც ვიღებდი და ჯიბის ფულიც მქონდა. დედაჩემზე მეტი ხელფასიც მქონდა და მამაჩემზეც.

დიდუბეშიც პატარა სახლი გვქონდა და მორიგეობით, ერთი ჩვენგანი ლეჟანკაზე უნდა დაწოლილიყო.

- ერთი ტყუპებს ჰკითხე, საწოლის გაცვლაში რამდენი თუმანი აქვთ აღებული? მატყავებდნენ.

კარგი ძმები რომ მყავს, ესაა ყველაზე დიდი ბედნიერება, რომლის ფასიც ვერც ერთი საფეხბურთო ტიტული ვერ იქნება“, - ამბობს რეზი არველაძე.

 
 
 
 
 
View this post on Instagram
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by 90 წუთი/90min (@90min__geo)

 ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„ზურიკო დავითაშვილს ყველა თვისება აქვს, რომ „სენტ ეტიენში“ უყვარდეთ“ - ვილი სანიოლი

⭕„ისტორიის გარეშე არ არსებობს სამყარო, რომელიც სიტყვით არის შექმნილი“ - გია მურღულია

ეკა ხოფერიას დაბადების დღე აქვს - ტელეწამყვანი 52 წლის გახდა