Digest Logo

„ერთით ნაკლები ტილით სამყარო - რა ლამაზი დღეა“ - ვერელი თორაძეების და მოკლულ ბიზნესმენზე

1656090073
თორაძე და კაჭარავა

ბიზნესმენის ლევან კაჭარავას - მეტსახელად „ტილიკას“ მკვლელობის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, 90-იან წლებში, ვერაზე მოკლული ძმები თორაძეების დამ სოციალურ ქსელში დაწერა: „ერთით ნაკლები ტილით სამყარო, რა ლამაზი დღეა“.

პოსტში თამარ თორაძეს არ დაუკონკრეტებია თუ ვის გულისხმობდა, თუმცა სტატუსის კომენტარებში მან დააფიქსირა რომ დაღუპულს მისი ძმის მკვლელობასთან ჰქონდა კავშირი.

1992 წელს თორაძეები „მხედრიონს“ დაუპირისპირდნენ. იმავე წლის თებერვალში ძმებ თორაძეებს ლაშას, კახასა და იმედოს, ასევე მათ მეგობარს, „მხედრიონმა“ ცეცხლი გაუხსნა. 3 მარტს, ზაურ თორაძე, იზო ქურხულ-თორაძე და დაჭრილი ლაშა თორაძე ვერის სასაფლაოსთან ჩაცხრილეს. მას შემდეგ, ძმები ზაზა და პაატა თორაძეები უგზო-უკვლოდ დაკარგულებად ითვლებიან. მკვლელობას თამარ თორაძეც შეესწრო, რომელიც მაშინ არასრულწლოვანი იყო. ეს საქმე ამ დრომდე გამოძიებული არ არის. თამუნა თორაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ მისი ოჯახის წევრების მკვლელობის მონაწილე სავარაუდოდ, ბიზნესმენი ლევან კაჭარავაც იყო.

დღეს, ვაკეში ცნობილი ბიზნესმენი  „Silk Road Group“-ის თანადამფუძნებელი ლევან კაჭარავა ჩაცხრილეს.

რამდენადაც ცნობილია, მოკლულს 20-მდე ტყვია აქვს მოხვედრილი, რომელიც სავარაუდოდ, ე.წ კილერის ნამოქმედარია.

ვაკეში მომხდარ მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

ინფორმაციისთვის, ბიზნესმენი ლევან კაჭარავა 53 წლის გახლდათ. მან წლების წინ, გიორგი რამიშვილთან ერთად დააფუძნა „Silk Road Group“, რომლის სამეთვალყურეო საბჭოს წევრიც იყო. გარდა ამისა, კაჭარავას სახელი უკავშირდება ნიდერლანდებში დაფუძნებულ კომპანია „მულტიპლექსს“, რომელიც თავის მხრივ არაერთ ბიზნესს ფლობს. ლევან კაჭარავა საქართველოში ფლობს თანამედროვე ტიპის ფიტნეს ქსელს და ასევე მისი კომპანიები მონაწილეობდნენ სხვადასხვა პროექტებში. 

აგრეთვე წაიკითხეთ

🔵„არაადამიანობით უსიამოვნოდ გამაოცა“ „ყველა საათს დაუკარგე ფასი“... - ზვიად ციკოლია ამ პოსტის გამო სკანდალში გაეხვია

🔵„მოერიდეთ წესების დარღვევას, რადგან მაღალია დაჯარიმების ალბათობა“ - მიხეილ ცაგარელი

🔵„შენი არხის ბავშვებს თავს დაესხა ვიღაც შენნაირი „ევროპელი“, ხმას როდის ამოიღებთ..?“ - ნათია ბერიძე კახა კინწურაშვილს