Digest Logo

„ერთმანეთს არ ვინდობთ, ჯერ ცოცხლად ვჭამთ, მერე ვტირით!.. ხომ ხედავთ, აღარ გვშველის ეს ფარისევლური სულიერება“ - მამა პეტრე კვარაცხელია ემოციურ პოსტს აქვეყნებს

1679036761
პეტრე კოლხი

მამა პეტრე კვარაცხელია, დიდ დიღომში მომხდარ საზარელ ფაქტს - 12 წლის მოზარდის მკვლელობას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

🔵 „ამდენმა სიძულვილმა შვა მკვლელები, მანიაკები და ფსიქოპათები! გააძლიერეთ პოლიცია, სანამ ხალხმა ლინჩის წესით დაიწყო გასამართლება!!“ - ხატია სიჭინავა ხელისუფლებას

როგორც სასულიერო პირი აცხადებს, ყველას მართებს დაფიქრება, რადგან მისი თქმით, ამ და მსგავს ტრაგედიებამდე ბოროტებამ და შურმა მიიყვანა ეს ქვეყანა.

„ყველა უნდა დავფიქრდეთ, რაც ჩვენ გვჭირს, ამ პატარა ქვეყანას, ამის ტარება გაუსაძლისია…

ბოლო მოგვიღო ამდენმა ღვარძლმა, შურმა, ბოროტებამ…

ერთმანეთს არ ვინდობთ, ჯერ ცოცხლად ვჭამთ, მერე ვტირით!..

ჰაერიც კი აგრესიით არის გაჯერებული…ყველგან სიმძიმე, ყველა დაძაბული და დაჭიმული…ასე გაგრძელება შეუძლებელია…

ხომ ხედავთ, აღარ გვშველის ეს ფარისევლური სულიერება, თავზე გვემხობა ყველაფერი…მიდგომები, დამოკიდებულებები უნდა შევცვალოთ…

რაღაცამ უნდა დაგვაფიქროს…პატარების სიცოცხლეს მაინც უნდა გავუფრთხილდეთ…

სანამ ჯერ კიდევ, საბოლოოდ არ მიგვიღია მხეცის სახე!..“,- წერს სასულიერო პირი.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, არასრულწლოვანი გუშინ საღამოს დაიკარგა. მას 23:00 საათიდან სამართალდამცველები და ადგილობრივები ეძებდნენ. მოზარდი ბოლოს პეტრიწის ქუჩის მიმდებარედ, სკვერში ნახეს. რამდენიმე საათის შემდეგ კი მოშორებით, უგონო მდგომარეობაში იპოვეს. ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადა მივიდა, თუმცა ბევრი მცდელობის მიუხედავად, გოგონას გადარჩენა ვერ მოხერხდა.

გავრცელებული ცნობით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵„სასწრაფოს ბრიგადა თითქმის ერთ საათს უტარებდა ხელოვნურ სუნთქვას, უკაცრიელ პარკში, რაგბის სტადიონთან იპოვეს...“ - ლაშა ბერულავა დიღომში დატრიალებულ ტრაგედიაზე

🎥 „დავდიოდით ქალაქში, მთლიანად უბანში, მერე ჯგუფში დაიწერა პეტრიწზეაო, იქ ასვენია“ - რას ჰყვებიან მცხოვრებლები 12 წლის გოგოს ამბავზე

🔵„სწრაფად დავორგანიზდით მოქალაქეები, ბევრნი გავედით მანქანებით, მაგრამ ცოცხალს ვერ მივაგენით“ - ირაკლი ღლონტის ემოციური პოსტი