საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის თანამშრომელი ბელა გომურაშვილი სოციალურ ქსელში იმ ეპიზოდის თარგმანს აქვეყნებს, რომელმაც სოციალურ ქსელში გავრცელდა და 5 წლის ჰაზალის, მაშველების და ექიმების დიალოგს ასახავს.
როგორც ბელა გომურაშვილი წერს, 5 წლის ჰაზალი და მისი დედიკო ბეთული, 72 საათის შემდეგ, ნანგრევებიდან ცოცხლები ამოიყვანეს.
„მაშველები და ექიმები: გცივა? მკლავი გაუხსენით.. გცივა? ცოტა ხმადაბლა მეგობრებო, ასე არაფერი გამოვა. გაჩერდით.. ნება მომეცი შენს მკლავს შევხედო.. შენ ძალიან ტკბილი და საოცრად ლამაზი ხარ.. კანკალებს , სცივა.. მალე გათბები ჩემო პატარა..კარგი? წყალი ხომ არ გინდა? რაღაც გვინდა რომ გკითხოთ..
5 წლის ჰაზალი: არა, ჯერ ხომ უნდა გამსინჯოთ
მაშველები და ექიმები: ჩვენო საყვარელო გოგო..როგორი ყოჩაღი ხარ.. ახლა მე შრატს გაგიკეთებ კარგი? ეს დაგეხმარება, რომ მოძლიერდე. რამდენი წლის ხარ? შეგიძლია გვითხრა ან გვაჩვენო? აბა შემომხედე
5 წლის ჰაზალი: 5 წლის ვარ
მაშველები და ექიმები: სკოლაში დადიხარ? როგორი ყოჩაღი გოგო ხარ.
5 წლის ჰაზალი: 5 წლის ვარ და სკოლაში ჯერ არ შევსულვარ.
მაშველები: მაგრამ მალე დაიწყებ სკოლაში სიარულს. შემომხედე აბა, აქ რა არის? ხედავ ამას? თვლა იცი?. აბა შეხედე, რამდენი თითია აქ?
5 წლის ჰაზალი: ორი, ახლა უკვე ოთხი
მაშველები და ექიმები: შენ რა ყოჩაღი გოგო ხარ, ჯერ სკოლაში არ დადიხარ და თვლა რა კარგად გცოდნია. შეგიძლია ხელი ასწიო? მუშტის შეკვრა შეგიძლია?
5 წლის ჰაზალი: ხელის აწევა არ შემიძლია ახლა
მაშველები და ექიმები: მოდი ვცადოთ აბა, ასწიე ხელი და მუშტი შეკარი. რა ლამაზი ხელები გაქვს და როგორი ყოჩაღი გოგო ხარ. შენი პატარა ფეხები უკვე ნელ-ნელა თბება. არ იმოძრაო. მკლავი გტკივა?
5 წლის ჰაზალი: არა, მკლავი არ მტკივა.
პ.ს 5 წლის ჰაზალი და მისი დედიკო ბეთული, 72 საათის შემდეგ, ნანგრევებიდან ცოცხლები ამოიყვანეს“, - წერს ბელა გომურაშვილი.
ცნობისთვის, 6 თებერვალს, გამთენიისას, თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. 7,8 მაგნიტუდის ბიძგებს მსხვერპლი და ნგრევა მოჰყვა თურქეთსა და სირიაში.
მიწისძვრის ეპიცენტრი თურქეთის ქალაქ გაზიანთეფიდან ჩრდილოეთით, სირიის საზღვრიდან დაახლოებით 90-მდე კილომეტრის მოშორებით იყო. ბიძგები კაიროშიც იგრძნობოდა.
რამდენიმე საათში, თურქეთში კიდევ ერთი ძლიერი, 7.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა განმეორდა.
ჯამში თურქეთში მიწისძვრას საქართველოს სამი მოქალაქე ემსხვერპლა.
🔘აგრეთვე დაგაინტერესებთ: