Digest Logo

„ეს ახალმთვარეობა მიანიშნებს სურვილზე, რაღაც დალაგდეს...“ - რამაზ გიგაური 23 აგვისტოს ახალმთვარეობაზე

1755777696
რამაზ გიგაური

ასტროლოგი, ფსიქოლოგი და რამდენიმე წიგნის ავტორი, რამაზ გიგაური, სოციალურ ქსელში სხვადასხვა ასტროპროგნოზთან ერთად საზოგადოებას ხშირად უზიარებს სასარგებლო რჩევებსაც.

ამჯერად ასტროლოგი, ახალ პოსტს აქვეყნებს, სადაც 23 აგვისტოს ახალმთვარეობაზე წერს და საზოგადოებას საჭირო ინფორმაციას უზიარებს: 

„23 აგვისტოს ახალმთვარეობა ქალწულის პირველ გრადუსში ხდება. ეს ასე ვთქვათ, „ვიზუალური“ გრადუსია, რომელიც მიანიშნებს ადამიანის უნარზე განსხვავებული სახით „დაინახოს“ სამყარო (ამ გრადუსში ბევრი ცნობილი ფოტოგრაფის თუ მწერლის პირად ჰოროსკოპში რომელიმე პლანეტას ვხვდებით).

ასე რომ, ეს ახალმთვარეობა მიანიშნებს რაღაც განსხვავებულ ხედვაზე, რომელიც „ძველ“, ილუზიურ ხედვას გადაიყვანს უფრო კონკრეტულ და რეალისტურ ხედვაში.

უახლოესი ერთთვიანი პერიოდი ის ადამიანები, რომლებიც გარკვეულ ძალაუფლებას ფლობენ, შეცვლიან მოქმედების სტრატეგიას, რადგან ისინი გააცნობიერებენ წარსულის არასწორ წარმოდგენებს და ამის გამო დაშვებულ შეცდომებს.

ეს ახალმთვარეობა მიანიშნებს სურვილზე, რაღაც დალაგდეს და ეს დალაგება უპირველესად მოხდეს მენტალურ დონეზე.

ახალმთვარეობის სიგნიფიკატორი (მერკური) - ლომის ნიშანშია და დადებით ასპექტშია მარსთან. რაც მიანიშნებს „მენტალურ ნაკადზე“, „ვერბალურ ნიაღვარზე“, რომელიც შემოქმედებით ადამიანებში ნელ-ნელა ამოქმედდება.

ეს ენერგია გამოვლინდება ხელოვნებასთან დაკავშირებულ ადამიანებში და ასევე იმ ადამიანებში, რომლებიც ძალაუფლებას ფლობენ და პოლიტიკურ-ეკონომიკურ პროცესებს მართავენ.

ქვემოთ გთავაზობთ, 23 აგვისტოს ასტროკარტოგრაფიულ ჰოროსკოპს (ევროპა, აზია და ჩრდილოეთ ამერიკა).

საინტერესოა, რომ თბილისზე იუპიტერის მერიდიანი გადის, რაც დიდი ალბათობით დადებით ტენდენციებზე მიანიშნებს.

წითელი წრით შემოხაზული ქალაქები ნეგატიური გავლენის ქვეშ იქნება 23 აგვისტოდან - 21 სექტემბრამდე, ნარინჯისფერით - მცირედ ნეგატიური და მწვანით - პოზიტიური (ნეგატიური გავლენები მიანიშნებს როგორც ტექნიკური ავარიების, ისე ბუნებრივ კატაკლიზმების მაღალ ალბათობაზე)“, - წერს რამაზ გიგაური. 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„მარიამი იყო ჩვენი გუნდის ყველაზე ახალგაზრდა წევრი, ნათელი, ენერგიული და გულთბილი ადამიანი, რომლის ადგილი არასდროს შეივსება“ - კომპანია „ნეოტექი“ სამძიმრის წერილს აქვეყნებს

⭕„რა საშინელებაა, ანგელოზივით ბავშვია“, „ასეთი სილამაზე არ უნდა ქრებოდეს...“ სიკვდილში და თანაგრძნობაშიც კი გარეგნობა წინა პლანზეა“ - ვის აკრიტიკებს მაია ბუწაშვილი

⭕„ის, ვინც გარდაცვლილებს აგინებს, ცოცხლებს შეურაცხყოფს“ - რას წერს გია მურღულია