Digest Logo

🎥 „მთელი დღე სადარბაზოს არ მოსცილებია, დაკრძალვამდე და დაკრძალვის მერეც...“ - რა კადრებს ავრცელებს გონიოში დაღუპული მეგი ჯაიანის და

1750339834
მეგი ჯაიანი

14 ივნისს, ავტოსაგზაო შემთხვევას გონიოში სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავებულია ორი ადამიანი. ცნობილია დაღუპულების ვინაობაც: მეგი ჯა­ი­ა­ნი, ანა მა­ხა­რა­ძე და სა­ლო­მე გორ­გა­ძე.

თვითმხილველების ინფორმაციით, ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვი­სას ორი მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მო­ბი­ლი ერ­თმა­ნეთს შე­ე­ჯა­ხა, ხოლო ამის შემ­დეგ ერთ-ერთი მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მო­ბი­ლი სატ­ვირ­თო ავ­ტო­მო­ბილს და­ე­ჯა­ხა.

ავარიის დროს დაღუპული მეგი ჯაიანის და ნაზი ჯაიანი სოციალურ ქსელში ემოციურ ვიდეოს ავრცელებს, სადაც ჩანს, რომ მათ საცხოვრებელ სახლს მერცხალი არ სცილდება: 

„ამ დრომდე არ მჯეროდა სასწაულების, მაგრამ შენ ჩემს და ჩვენს ცხოვრებაში ყველაფერი ააყირავე.

ძალიან ბევრმა მომწერა, რომ ეს ჩიტი მთელი დღე სადარბაზოს არ მოსცილებია, დაკრძალვამდე და დაკრძალვის მერეც.

გუშინ რომ შემოფრინდი და ჩვენს ირგვლივ ტრიალებდი, ახლა დილის 9:31 წუთია და შენ ისევ აქ ხარ, ისევ ჩვენს გვერდით, არადა გუშინ მამიკომ კარები სპეციალურად ღია დაგიტოვა გაფრინდესო, ცოდოა აქო, მაგრამ შენ ხომ ძალიან ჯიუტი იყავი და ხარ?  

თვალს არ გაშორებდა მამიკო, თვალებში შეგციცინებდა იქნებ რამე უნდა და მანიშნოსო ჩემო სიცოცხლე  
ვერ გეტყვი და ვერ ავხსნი ჩემს გულში რა ხდება ან აწი რა იქნება, ის ვიცი რომ ამის შემდეგ ჩემს სიცილსაც, ღიმილსაც და ტირილსაც ერთი ფასი აქვს, მამიკოს პირადი ანგელოზი. 

ჩვენზე თუ არა მამიკოზე მაინც როგორ არ იფიქრე?!  

მეგიკუნა, ჯერ ხომ წინ ძალიან ბევრი რამ გვქონდა ერთად გასაკეთებელი?! სად გეჩქარებოდა?! გთხოვ, ხშირად მანიშნე, რომ სულ ჩემს გვერდით ხარ, გთხოვ, ხშირად მოდი ჩემთან სიზმრებში.

ვიცი, რომ სულ ჩემს გვერდით იქნები, როგორც ჩემი მფარველი ანგელოზი და დამიცავ მუდამ! 

მიყვარხარ სამუდამოდ და უსაზღვროდ, ჩემო სიცოცხლე“, - წერს ნაზი ჯაიანი.

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები, ზღვა და აუზი - რატომ უნდა მიირთვათ იოგურტი გარუჯვის დროს, მადონა ჯუღელის რეკომენდაცია!

⭕ იტალიაში ქართველ ემიგრანტს ეძებენ - „10 დღეა კონტაქტზე არ გამოსულა ოჯახთან“

⭕ „ძლივს დავითანხმე თმის შეჭრაზე“ - დალი ჩიტალაძე დედის კადრებს გვიზიარებს