Digest Logo

„მიწა გაჯერებულია სულის ჭურჭელით... ეს ეპოქაც მალე დამთავდება“ - რას წერს გიორგი ჯაჯანიძე

25 თებერვალი 7:41
გია ჯაჯანიძე

ტელეწამყვანი გიორგი ჯაჯანიძე საზოგადოებამ წლების წინ გაიცნო და ძალიან შეიყვარა. იგი სოციალურ ქსელშიც საკმაოდ აქტიურია და ცხოვრებისეული გამოცდილებიდან მისეულ დაკვირვებებს, შეფასებებს თუ გამოცდილებებს გამომწერებს ხშირად უზიარებს.

ამჯერად ტელეწამყვანი აქვეყნებს სტატუსს, რომელსაც  „დაიჯესტი“ უცვლელად გთავაზობთ:

„უნდოდა ფული და იშოვა, არ ეყო, კიდე იშოვა. შოულობდა და შოულობდა.

ნიჭიერი იყო, საოცარ მაქინაციებს აკეთებდა, კვალს არ ტოვებდა, მიუხედავად თავისი გამჭრიახობისა, მაინც კატასტროფულად ნერვიულობდა „სუფთად“ და დახვეწილად მუშაობდა.

სულ შიშში იყო, არ გამიგონო.

ცოტა გაუგეს ხოლმე, მაგრამ გადარჩა. ინფორმაციაც ჟონავდა, მან არ იცოდა, რომ ყველამ ყველაფერი იცოდა.
ქონება დააგროვა, მაგრამ არ დამშვიდდა, რა დაამშვიდებდა, ახლა, სულ სხვა, უფრო მტკივნეული თემა ამწარებდა.

დაბერდა, დაუძლურდა, ზის ახლა სავარძელში, დიდი სახლის ერთ პატარა კუთხეში, ერთადერთი, რაც აწუხებს თავმოყვარეობაა. ფიქრობს და ფიქრობს, წუხს და წუხს, მიხვდა, სხვანაირად შეეძლო ეცხოვრა, მაგრამ ნამდვილი კეთილის მსურველი არ ჰყავდა. ვინც ჰყავდა, მათ აზრს არ ითვალისწინებდა.

იხტიბარს არ იტეხს, ცდილობს მაჩვენოს, რომ არ დარდობს და არ ნერვიულობს. მაშინ ჩაქრება და განიცდის, როცა რამეს იტყვის და ოჯახის წევრები ეუბნებიან, შენ ვინ გეკითხება, იყავი მშვიდად, ახლა სხვა დროაო.

შენ იცოდი ძალიან ბევრი, მაგრამ არ იცოდი მთავარი, არ შეგეძლო ადამიანების ცნობა. მიწა გაჯერებულია სულის ჭურჭელით. ეს ეპოქაც მალე დამთავდება. შეირგე.

საბოლოოდ მივიღე პასუხი: პრინციპი ღუპავს ადამიანს.

საბოლოოდ დავიჯერე: არასწორად არჩეული გარემოცვა ღუპავს ადამიანს.

საბოლოოდ მივხვდი: თავმდაბალი, მიმტევებელი, კეთილი და მოსიყვარულე ადამიანი არის - ადამიანი.
იცოდით?

ადამიანი, თავის გულს თავად განუსაზღვრავს, რამდენ ხანს უნდა ძგერდეს“, - წერს გიორგი ჯაჯანიძე.

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 „ეს ყველაფერი ახლა ცუდად მახსენდება და ვნანობ...“ და-ძმა კენჭიაშვილების მხიარული ინტერვიუ

🎥 28 თებერვალს ახალმთვარეობაა - „გვახსოვდეს, რომ ყველაზე ბნელ მომენტშიც კი არის იმის ალბათობა, რომ რაღაც ახალი მოხდება“

⭕ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ცენტრალური შესასვლელის მსუბუქი გადახურვა დაზიანდა