Digest Logo

🎥 „ეს გოგო აქ, ჩვენთან, დედამიწაზე დაგვიტოვა სანუგეშოდ... გვიყვარხარ ძალიან. აქ შენ და ზეცაში ნიკოს ვულოცავ ამ დღეს“ - ნიკო კვარაცხელიას დედის ემოციური პოსტი

1660813963
ნიკო კვარაცხელია

ვერაზე დაჭრილი 22 წლის ნიკა კვარაცხელია  2021 წლის 16 სექტემბერს გარდაიცვალა. ის ხეჩინაშვილის კლინიკაში მკურნალობდა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

გარდაცვლილ ახალგაზრდას შეყვარებული ანა ჰყავდა, რომელსაც დღეს დაბადების დღე აქვს. 

ნიკო კვარაცხელიას დედა სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს და ანას იუბილეს ულოცავს.

„დღეს ზეცაშიც და დედამიწაზეც ვზეიმობთ.  დიახ, ვზეიმობთ. დღეს ჩვენი ანა, ნიკოს ანა დაიბადა, ხუთი წელი სულ ზევით ზეცაში, სხვა განზომილებაში ცხოვრობდნენ, ბოროტების და შურის შესახებ არც კი იცოდნენ, არც ზურგიდან სროლაზე სცოდნიათ, მერე მერე რაც მოხდა  ეს გოგო აქ, ჩვენთან, დედამიწაზე დაგვიტოვა სანუგეშოდ!!! 

გილოცავთ ჩემო გოგო, მომავლის გოგოვ, ძალიან ძვირფასო, მინდა ძალიან ბედნიერი, წარმატებული გვყავდე.

შენ ყველაფერს იმსახურებ გვიყვარხარ ძალიან და აქ შენ და ზეცაში ნიკოს ვულოცავ ამ დღეს.

18.08.21 წლის დაბადების დღე, ანას ჩაფიქრებული სურვილი სულ სხვა იყო, მაგრამ სულ რაღაც ოც დღეში…“, - წერს იზა ომაძე.

 

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵„რომ ვეუბნებოდი ამას იცინოდა, გაჩერდიო... რა გითხრათ, მეც მკვდარი ვარ, ნიკოსთან ერთად" - ოჯახის წევრის პირველი კომენტარი ნიკო კვარაცხელიას მკვლელობაზე

🔵„მხოლოდ საქართველოში ზეიმობს ეშმაკი! მატულობს კრიმინალი და არ იცი, შემდეგი შენ იქნები თუ არა" - ჟურნალისტი 20 წლის გარდაცვლილზე

🔵„საქართველოს მომავალს მისი მნიშვნელოვანი შვილი მოუკლეს. ვწუხვარ, ძალიან ვწუხვარ" - გიორგი კეკელიძე 20 წლის გარდაცვლილზე