Digest Logo

„ეს კაცი რამდენჯერაც წყალში ჩავიდა, იმდენჯერ დენი არტყამდა, მაგრამ მაინც ამოიყვანაო… ამ კაცის დამსახურებაა იმ ორი ბავშვის გადარჩენა“ - რას წერს თვითმხილველი

1665684198
ვაკის პარკი

ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიაზე, რასაც 13 წლის მარიტა მეფარიშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა, ჟურნალისტი ნენე დალაქიშვილი სოციალურ ქსელში, თვითმხილველის ნაამბობზე დაყრდნობით წერს.

„დასუფთავების სამსახურის თანამშრომელმა საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად ამოიყვანა ბავშვები აუზიდან.
თვითმხილველი ყვება, ეს კაცი რამდენჯერაც წყალში ჩავიდა, იმდენჯერ დენი არტყამდა, მაგრამ მაინც ამოიყვანაო.
ამ კაცის დამსახურებაა იმ ორი ბავშვის გადარჩენა“ - წერს ნენე დალაქიშვილი.

 

ცნობისთვის, 13 ოქტომბერს ვაკის პარკში უბედური შემთხვევა მოხდა. მოზარდებს, რომლებიც პარკში თამაშობდნენ, ბურთი შადრევანში ჩაუვარდათ, მის ამოსაღებად ჩასულებს კი დენმა დაარტყათ.

სამივე მათგანი სასწრაფო სამედიცინო ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა ერთ-ერთის, 13 წლის გოგოს გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ორი მოზარდიდან ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ის იაშვილის კლინიკაშია მოთავსებული, ხოლო მეორე „ნიუ ჰოსპიტალში“ ექიმების დაკვირვების ქვეშ, ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე იმყოფება.

 

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„მამა მოვარდა სახლის ტანსაცმლით - „სუნთქავს, სუნთქავს“ - ჯიუტად იძახდაო...“ - რას წერს ჟურნალისტი ვაკის პარკის ტრაგედიაზე

🔵სად იყო ხარვეზი და რატომ იყო მაღალი ძაბვა იმ სივრცეში, სადაც, წესით, ბავშვები უსაფრთხოდ უნდა თამაშობდნენ

🔵 ვაკის პარკის ტრაგედიისას დაღუპული გოგონას ვიდეო კორტებიდან - ვიდეო

🔵„ახლა მხოლოდ ორი სიტყვა უნდა ცხოვრობდეს ამ ქალაქში: სამძიმარი და პასუხისმგებლობა“ - გიორგი კეკელიძე