
დღეს, შიდა ქართლში, სოფელ ავლევში მკვლელობა მოხდა. ქმარმა ცოლი მოკლა. მოკლული ქალის ფოტოს სოციალურ ქსელში ნიკა მოსიაშვილი აქვეყნებს და დაღუპულის ოჯახის წევრებს თანაგრძნობას უცხადებს.
„ვაჰ, რა უბედურებაა, რა გვჭირს?! ეს გოგო ჩემი თანასოფლელია, ქმარმა იმსხვერპლა ჩვენი საზოგადოების სენი გახდა ეს საშინელი ქცევა. როგორ ზრდით ბიჭებს? რა ჯანდაბას ასწავლით? რას ეუბნებით, რომ ადამიანი მხოლოდ კაცია?? ისევ თქვენ დალევთ მერე ქალების სადღეგრძელოს, ფუ რანაირი ხალხი ხართ. ძალიან კეთილი და ძალიან თბილი გოგო იყო თინი. ვუსამძიმრებ ოჯახს, მეგობრებს, ახლობლებს“, - წერს ნიკა მოსიაშვილი.
ცნობისთვის, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵„კარგი დღეა საკამათო საკითხების მოსაგვარებლად“ - მიხეილ ცაგარელი