თბილისში, ე.წ. მალაკნების მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე დღის წინ 26 წლის კაცი მოკლეს. გავრცელებული ინფორმაციით, დაპირისპირებას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა, რასაც მალევე სროლის ხმა მოჰყვა.
როგორც ირკვევა მოკლული ახალგაზრდა კაცი ტატო ფირცხალაიშვილია, სოციალურ ქსელში ახლობლის ემოციური პოსტი ვრცელდება:
„ტიპების ტიპი ... ძერსკების ძერსკი .... მთელს ქალაქს რომ დააკლდება... ყველაზე კეთილი... სამართლიანი... თბილი... უკარგესი ბიჭი... ეს რა კაცი მოგვიკლეს ... როგორ ვიცხოვროთ უშენოდ ... ყველას იმედი იყო...აი ასე მოიხსენიებენ 27 წლის ბიჭს მეგობრები, ახლობლები, ნაცნობები და ადამიანები ვისაც თუნდაც 5 წუთით ჰყავდა ნანახი ტატო... და ვიღაც ლაჩარმა ნაძირალამ ასეთი ბიჭი წაგვართვა ზუსტად 1 წუთში, მხოლოდ იმიტომ რომ ვერ აიტანა ბოღმიანმა უნამუსომ სამართლიანი, მასზე ვაჟკაცი. სუფთა გულის ადამიანის არსებობა...! მართლა რამდენი მოგისწრია, რამდენი სიყვარული დაგითესია ტატულიკა. ტირის თბილისი რაღაცნაირი უფერულია ყველაფერი ჩვენ შენს ფოტოებს , ვიდეოებს ვუყურებთ.... დღეს გაცილება უნდა მოგიწყოთ, ყველამ ერთად.... მიფრინავ შორს და ძალიან მოგვენატრები. შენი ხმა არასოდეს დამავიწყდება,შენი ღიმილიანი სახით ნათქვამი „მაია ზალატაია აუუ ყავაა რააა ...“ მოი ზალატოი
“, - წერს თამო ზარიძე.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕„კრიზისი კი იწყება მაშინ, როცა წონასწორობას ვკარგავთ...“ - რას წერს გიორგი ლობჯანიძე