Digest Logo

„ეს საქმე გახდება დიდი მხილების, ფაქტების სამზეოზე გამოტანისა და ყველაფერზე სახელის დარქმევის საფუძველი! 10-თვიან დუმილს დავარღვევ“ - რას წერს აჩიკო კაიკაციშვილი

1668155837
აჩიკო კაიკაციშვილი

რამდენიმე თვის წინ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქართველ ვუნდერკინდს ცოტნე ზედგენიძეს სრულიად დაუმსახურებლად სჯის მამა გიორგი ზედგინიძე, რომელიც ხელოვანს ფესტივალებზე არ უშვებს.

აღნიშნული საკითხი სასამართლომდე მივიდა, რის შესახებაც სოციალურ ქსელში ადვოკატი აჩიკო კაიკაციშვილი წერს.

„მოცარტის გამარჯვება!!! თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ მოსამართლე ლეილა მამულაშვილის თავმჯდომარეობით, რამდენიმე წუთის წინ, ახალგაზრდა კომპოზიტორის საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილება გამოაცხადა - გიორგი ზედგინიძის სააპელაციო საჩივარი ბავშვების ამღზრდელი ბებიისგან განცალკევების, 9 თვით მამიდის ოჯახში განთავსებისა და დროის ამ მონაკვეთში, შვილიშვილებთან ბებიის კომუნიკაციის აკრძალვის შესახებ, როგორც უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი, არ დაკმაყოფილდა.
უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

ამდენად, ორი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ ყოფილი სიძის უბინძურესი ბრალდებები ნინო მამრაძის მიმართ ბავშვებზე ძალადობის შესახებ, წარმოადგენდა შურისძიების გამოხატულებას, რომლის მიზანს ბავშვების ჩვეული საცხოვრებელი ადგილიდან მათი ნების საწინააღმდეგოდ გაყვანა და შვილის საერთაშორისო კონცერტებიდან მიღებული შემოსავლის კონტროლი წარმოადგენდა (სხვა დავის ფარგლებში, ორივე ინსტანციამ მამას უარი უთხრა გარიგებების ხელმოწერაზე).

10-თვიანი სამართლებრივი პროცესი ბავშვების ინტერესების სასარგებლოდ დასრულდა. ის, რაც ამ საქმეზე ჩაიდინა ე.წ ზრუნვის სააგენტომ (ნინო იობაშვილი, მარიამ ცხვედიანი, ხატია ნადარეიშვილი, სხვები) არის დანაშაული. ეს საქმე გახდება დიდი მხილების, ფაქტების სამზეოზე გამოტანისა და ყველაფერზე სახელის დარქმევის საფუძველი! 10-თვიან დუმილს დავარღვევ. გარეწრები ყველა პროფესიას აბინძურებს.
მინდა მივულოცო ნინო მამრაძეს ეს შედეგი. სულ სხვაა დოკუმენტურად დადგენილი სიმართლე. ქალს, რომელმაც მთელი შეგნებული ცხოვრება მიუძღვნა ცოტნეს და ნინიკოს აღზრდას. ცოტნეს, როგორც შემოქმედებითი მოვლენის ჩამოყალიბებას.

მინდა ცოტნეს და ნინიკოს მივმართო: გილოცავთ! მე ყოველთვის ვიქნები თქვენთან.
ვულოცავ მუსიკალურ და არამხოლოდ მუსიკალურ საზოგადოებას!
დამარცხებულს არ ასამართლებენ!
ყველას გისურვებთ წარმატებას!“, - წერს აჩიკო კაიკაციშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵„ვერ დავწერე მაშინ, მძიმედ ვიყავი მთელი დღე... ამ ფოტოზე ჩემი ხნისაა“ - ბექა ყორშიას ემოციური წერილი გარდაცვლილ მამას

🔵„ბევრი წლის შემდეგ, ჩემი წონა ისევ 5-იანზე იწყება... მწერენ გვასწავლე როგორ დაიკელიო“ - თამარ ლეკვეიშვილი საიდუმლოს ამხელს

🔵„ჩემი ისტორია, ამ წერილის მერე ასე განვითარდა! მამა გარდაცვლილია, ჩემი არსებობის შესახებ არც კი სცოდნია...“ - რას წერს შვილი დედასთან შეხვედრის შემდეგ