ქართველი მომღერალი ნინი შერმადინი, რომელიც უკვე რამდენიმე წელია ამერიკაში ცხოვრობს და მოღვაწეობს, სოციალურ ქსელში ემოციურ ვიდეოს აქვეყნებს.
როგორც ცნობილია, მომღერალმა 22 ნოემბერს ამერიკაში კონცერტი ჩაატარა, რასაც უამრავი დაესწრო.
ნინიმ გარდაცვლილ დედას სცენიდან სიმღერა მიუძღვნა, რასაც წინ ემოციური, ცრემლიანი მონოლოგი უძღოდა:
„ეს სიმღერა და ეს კონცერტიც შენ გეძღვნება დე, როგორც შენ შენი ცხოვრება მომიძღვენი ❤️“, - წერს ნინი შერმადინი.
შეგახსენებთ, რომ მომღერალს 5 წლის წინ, მშობლები კორონავირუსის გართულების შედეგად გარდაეცვალა.
ასევე დაგაინტერესებთ: