ჯვრის ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი და თეოლოგიის დოქტორი დეკანოზი თეოდორე გიგნაძე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში.
მისი ქადაგებები ქრისტიანებმა მალევე შეიყვარა, სწორედ ამიტომ იგი პერიოდულად სოციალურ ქსელში ამონარიდებს აქვეყნებს ხოლმე.
გთავაზობთ მისი ქადაგებიდან მორიგ ამონარიდს:
„– რატომ ჰქვია წუთი სოფელს?
– იმიტომ, რომ გვახსოვდეს მარადისობა,
რომ ეს წუთი განსაზღვრავს ჩვენს მარადიულ ხვედრს.
– როდის იღუპავს ადამიანი თავს?
– როცა ღმერთს არ უსმენს.
– რა უპირისპირდება უფალს?
– ამა სოფლის ტაშ-ფანდურა სული, დემონური სული.
– რას გვავალდებულებს ღვთის სიტყვა?
– ღვთის სიტყვა გვავალდებულებს, ვიყოთ ადამიანები, ანუ არ ვიყოთ პირუტყვნი.
– რატომ არსებობს ჯოჯოხეთი?
– იმიტომ, რომ არსებობენ ადამიანები, რომელთაც არ უნდათ ქრისტე,
ამიტომ, როგორც კი გააუქმებ ჯოჯოხეთს, ადამიანს ართმევ თავისუფლებას.
ქრისტიანობა გვირჩევს ცხოვრების სწორ გზას;
ცხოვრების გზა ორია: ერთი სიცოცხლის გზა, ერთი - წაწყმედის.
შენ თავისუფალი ადამიანი ხარ,
რაც გინდა აირჩიე,
მაგრამ შენივე თავისუფლებით აგებ მასზე პასუხს“, - წერს დეკანოზის ოფიციალური გვერდი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕კაილი ჯენერი Victoria’s Secret-ის მოდის ჩვენებაზე 50-მილიონიანი Fantasy Bra-თი გამოჩნდა