Digest Logo

🎥 „ეს ყველაფერი მოხდა იმ მძიმე საქმის გამო, რასაც ვემსახურები...“ - გოგა მანია კლინიკიდან გაწერის შემდეგ ვიდეომიმართვას აქვეყნებს

1746620058
გოგა მანია

საქართველოში ერთ-ერთი უძლიერესი ეზოტერიკოსი გოგა მანია რამდენიმე დღის წინ ცუდად გახდა და იგი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში „გული“ გადაიყვანა. თავიდან გავრცელდა ინფორმაცია, რომ წინასწარმეტყველმა გულის შეტევა გადაიტანა, რაც საბედნიეროდ არ დადასტურდა.

გოგა მანიამ დღეს დილით დაწერა, რომ კლინიკიდან გაწერეს, ამჯერად კი იგი ახალ ვიდეომიმართვას აქვეყნებს, სადაც ამბობს, რომ კვლევებიდან სახლში ბრუნდება და თავს კარგად გრძნობს:

„მოგესალმებით კარგად ვარ. გუშინ იყო ძალიან ძლიერი ტკივილები და კლინიკაში მართლა ვიყავი, თუმცა მადლობა სამყაროს, რომ სრულიად ჯანმრთელი ვარ. ეს აღმოჩნდა იმ მძიმე სამსახურის გამო, რასაც ვემსახურები. გარდა ამისა პატარა ენერგეტიკული დაზიანებების, რაც ალბათ იყო. სრულიად ჯანმრთელი და ბედნიერი ვარ. მიხარია ის რომ ძალიან ბევრმა ადამიანმა მომიკითხა. პრევენციის მიზნით ყველაფერი გამოვიკვლიეთ და ვარ სრულიად ჯანმრთელი. ახლაც კლინიკიდან მოვდივარ. კარგია რომ არსებობთ მთელი გულით გისურვებთ სიკეთეს და კარგად ყოფნას“, - ამბობს გოგა მანია ვიდეომიმართვაში.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 როგორ დავეხმაროთ ადამიანს, რომელიც ზედმეტ მნიშვნელობას ანიჭებს სხვების აზრს? - ფსიქოლოგის რჩევები

🎥 „ის დედა და მამა, რომლებიც ჩვენ გვყავდა, ისინი იყვნენ წინა ცხოვრებაში ადამიანები, რომლებიც დღეს ჩვენ ვართ“ - თამარ აქუბარდია კარმულ ასტროლოგიაზე

⭕ „გულიც მტკივა, მაგრამ რადგან არ მიღირს ადამიანების დაკარგვა, ბევრს ვპატიობ“ - ნინო ლეჟავა