
მოდელი და ტელეწამყვანი შორენა ბეგაშვილი აშშ-ში მოგზაურობს და სოციალურ ქსელებში აქტიურად აზიარებს ფოტოებსა და ვიდეოებს.
იგი ამჯერად ახალ კადრებს აქვეყნებს, რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა.
შორენა შინდისფერ კაბაში პოზირებს და როგორ ყოველთვის შესანიშნავ ფორმაშია.
„ეს ყველას საოცნებო ცხოვრებაა და კარგია, რომ შენ იხდენ“,
„ულამაზესი ხარ“,
„დახვეწილი და გემოვნებიანი“,
„ მუდამ ანათე“,
„ფერია გოგო ხარ“, - წერენ კომენტარებში.
ცნობისთვის, შორენა ბეგაშვილი უკვე რამდენიმე წელია, ტელეეკრანებიდან გაქრა და სატელევიზიო შოუებში მონაწილეობაზე უარს ამბობს. აღნიშნული გადაწყვეტილება კი იმით ახსნა, რომ მის ყოველ გამოჩენას უამრავი ჭორი მოსდევს. მიუხედავად ამისა, შორენა ბეგაშვილი სოციალურ ქსელში აქტიურია და საკუთარი ცხოვრების დეტალებს გამომწერებსა და გულშემატკივრებს პერიოდულად უზიარებს.
მოდელის პირად ცხოვრებას, არაერთი სკანდალი უკავშირდება და მის გვერდით მყოფ საყვარელ კაცზე სხვადასხვა ჭორი თუ მართალი ვრცელდება ყვითელ მედიაში.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„აგვისტოს ეს წუთები არასდროს წაიშლება ჩემი გონებიდან“ - შოვის ტრაგედიას გადარჩენილი ლანა ჯელაძე
⭕როგორ ავარჩიოთ კარგი საზამთრო და შევამოწმოთ მასში ნიტრატების შემცველობა