Digest Logo

„ევროპა დაიჩოქებს ტრამპთან, ყველა ერთად დაგმობს ზელენსკის ფაშისტურ რეჟიმს, თითქოს არ იცოდნენ რა ხდებოდა“ - ნუკა არველაძე

1740157021
ტამპი და პუტინი

ჟურნალისტი ნუკა არველაძე სოციალურ ქსელში საკუთარ მოსაზრებას გამომწერებს ხშირად უზიარებს.

ამჯერად ის მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე თავის პროგნოზს გვიზიარებს:

„იცით რა იქნება? ევროპა დაიჩოქებს ტრამპთან, ნელა, ტაატით გააკეთებს მეტანიას და ყველა ერთად დაგმობს ზელენსკის ფაშისტურ რეჟიმს, თითქოს არ იცოდნენ რა ხდებოდა!!!

ტრამპმა იცის მეტი პუტინზე და რუსეთზე.

ტრამპის მიზანია გადაარჩინოს ჯერ ამერიკა, მერე მსოფლიო. ევროპის მოჩვენებითი ერთობა აორთქლდება
გაუჭირდება პოსტსაბჭოთა ,,ევროპელებს".

უკრაინაში ომის მიჩუხანების მერე გამოჩნდება თუ რა საკითხები გვარდება ახლა, რომელიც ყურადღების მიღმაა დარჩენილი.

გლობალისტების მცდელობები არიონ ცალკეული ქვეყნები გაგრძელდება, მათ გაჩერებას შეძლებენ ეკონომიკური სანქციებით, ანგარიშები, ყადაღა, სამართლებრივი პასუხისმგებლობა სხვადასხვა ქვეყანაში. დიახ რუსეთი კიდევ უფრო გაძლიერდება, რადგან ის რაც იცის ტრამპმა და მისმა გუნდმა რუსეთზე და პუტინზე არ ვიცით ჩვენ!!!!
და არასოდეს დაგვავიწყდეს რუსეთთან ჩვენი, საქართველოს საზღვარი 860 კმ-ა“, - წერს ნუკა არველაძე.

 აგრეთვე დაგაინტერესებთ:

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

„5 წელი გასულა რაც ეს ამბავი შემემთხვა“ - მაკა ზამბახიძე და მიხეილ ჩოხელი ქორწინების იუბილეს აღნიშნავენ

თბილისში ახალგაზრდა კაცს ეძებენ - „არ გამოცხადებულა გამოცდაზე“