
სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მოქალაქე პოსტს აქვეყნებს, სადაც სპეცრაზმელთა სიის გამოქვეყნებას ეხმაურება.
ანუკი კანკია ამბობს, რომ გავრცელდა ცრუ ინფორმაცია, თითქოს მისი მამა, გოჩა კანკია სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომელია, რომელიც რუსთაველის გამზირზე მიმდინარე პროცესებში მონაწილეობს:
„გამარჯობა, პირველ ფოტოზე მე და 59 წლის მამაჩემი გოჩა კანკია ვართ. მეორე ფოტოზე, რომელიც ტელეგრამში გავრცელდა, ასევე მამაჩემი გოჩაა, თუმცა პირადობის ნომერი, დაბადების თარიღი და მამის სახელი სხვისია.
ამ ქვეყნად ცოტას ვიცნობ ისეთს, ვისაც შეიძლება მასზე ძალიან უყვარდეს სამშობლო. ჰოდა, დღეს მთელი დღის განმავლობაში მის ამ ფოტოს ჩატიდან ჩათში დაატარებენ - ხან რუსს, ხან სამშობლოს მოღალატეს და რა ვიცი კიდევ რას აღარ ეძახიან.
ცოტა ხნის წინ დამირეკა და მითხრა, სპეცრაზმისთვის ცოტა ასაკი აღარ მიწყობს ხელსო…
სამშობლოს სიყვარულის სახელით ტყუილის გავრცელება, ადამიანების შევიწროება, მტრად გამოცხადება და მსგავსი ფაშისტური მიდგომები კარგი ამბავი არ არის და იმედია ამ ჭეშმარიტებაზე ყველა ვთანხმდებით!“, - წერს ანუკი კანკია.
შეგახსენებთ, რომ დღეს რამდენიმე მედიასაშუალებისა და ფეისბუკ ჯგუფების საშუალებით გავრცელდა სპეცრაზმელთა სია, რომლებზეც წერდნენ, რომ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციებში იყვნენ ჩართული.
ასევე დაგაინტერესებთ: