Digest Logo

„გაავრცელეთ ეს ინფორმაცია“ - ციფრული მარკეტერი „ინსტაგრამის“ მომხმარებლებს აფრთხილებს

1771419546
ალექსანდრე ჩომახიძე

ციფრული მარკეტინგის მენეჯერი, ალექსანდრე ჩომახიძე სოციალურ ქსელში ინფორმაციულ პოსტს აქვეყნებს, სადაც სოცქსელ „ინსტაგრამზე“ წერს.

სპეციალისტი ამბობს რომ შესაძლოა ჩვენ პერსონალურ პროფილზე სხვა ადამიანებს ჰქონდეთ წვდომა. სწორედ ამიტომ იგი რეკომენდაციებს გვიზიარებს და საზოგადოებას მოუწოდებს სიფრთხილისკენ:

„შესაძლოა, თქვენს ინსტაგრამის პროფილზე და კომპანიის გვერდებზე სხვა მომხმარებლებს ჰქონდეთ წვდომა და გადაამოწმეთ.

გაავრცელეთ ეს ინფორმაცია რომ მეტმა ადამიანმა ნახოს.

ბოლო სიახლით, თუ თქვენს სახელზე ან ერთ სისტემაში ჩაბმულ რამდენიმე ექაუნთზე სხვადასხვა ადამიანს აქვს წვდომა, შესაძლოა, მათ ასევე ჰქონდეთ წვდომა ერთმანეთის პირად პროფილებზე.

ამის დასადგენად გადაამოწმეთ თუ რა ექაუნთები გიჩანთ „ინსტაგრამზე“ და თუ რამე უცხოს ნახავთ უნდა გააკეთოთ შემდეგი:

1) Log out არ უშველის.
2) დააყენეთ ორ ფაქტორიანი დაცვა Google Authenticator აპი არის საუკეთესო ვარიანტი.
3) შემდეგ შეცვალეთ ფასვორდი და მონიშნეთ რომ ყველა სხვა დივაისებიდან Log out-ი მოხდეს.

ეს ქმედებები დაგეხმარებათ მხოლოდ რომ 100%-იანი წვდომა გაუთიშოთ თქვენს ექაუნთზე სხვა მომხმარებლებს“, - ალექსანდრე ჩომახიძე.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„ნუ შეგაშინებთ დაბნელების კორიდორი, ის არ ანგრევს ცხოვრებას“ - თაკო მელიქიშვილი 18 თებერვლის ენერგიებზე

⭕„დროა, დასახოთ გრანდიოზული გეგმები, მთელი სამყარო თქვენს ფეხებთანაა“ - კვირის ასტროლოგიური პროგნოზი, თამუნა იოსელიანისგან

⭕„როცა უფალს დროს უთმობ შენი ცხოვრებაც იცვლება: 90-ე ფსალმუნის ძალა და მნიშვნელობა“ - ქეთევან ჯანდიერის განმარტება