Digest Logo

„გააზიარეთ, ნახოს ყველამ რასთან გვაქვს საქმე! ავტობუსს ახლოს არ გაეკაროთ, თორემ გაგპარსავენ კი არა, ვის აქვს საერთოდ 10 000 ლარი“ - რას წერს მამუკა კოწოწაშვილი

1679919517
ავტობუსიავტობუსიავტობუსი

სოციალური ქსელის მომხმარებელი მამუკა კოწოწაშვილი ფეისბუკზე წერს, რომ ლურჯ ავტობუსს უკნიდან დაეჯახა და მანქანას მცირედი დაზიანება მიადგა. ახლა კი მას სადაზღვევო კომპანია 9 861,34ლარს სთხოვს. 

„დღეს მომივიდა შეტყობინება ავტობუსზე მიყენებული ზიანის ანაზღაურება 9861,34 ლარი, უბრალოდ გაოგნებული დავრჩი.

1 თვის წინ შუქნიშანზე გავჩერდი ამ ავტობუსის უკან, აინთო მწვანე დაიძრა ავტობუსი, დავძარი ავტომობილი მეც და იმწამსვე გააჩერა და უკანა ბუფერზე 3 კილომეტრი სიჩქარით უბრალოდ მივედე, მძღოლმა მითხრა ჩემს წინაც გააჩერაო ვიღაცამო რა ჩემი ბრალიაო, კარგი, კი ბატონო ჩემი ბრალია, თუმცა გასაგები მომენტია, რადგან დაძრა და გააჩერა ეგრევე, პატრულმა დამიწერა ავარიის გამო ჯარიმა, უფრო მთავარი მერეა შეხედეთ სურათებს დაზიანება ჩანს, მხოლოდ შუა ნაწილია ბუფერის ოდნავ შეღუნული, კარგ ხარისხიან სერვისცენტრში ამის გაკეთება მაქსიმუმ რამდენი უნდა დაჯდეს 500 ? 700 ? 1000 თქვი ყველაზე მეძვირესთან, თავად ნაწილი სულ ახალიც არ ეღირება 1000 ლარი და მომდის შეტყობინება 9 861 ლარი გადაიხადე თუ არა და გიჩივლებო, მადლობა თბილისის მერია ასე რომ ექცევით მოქალაქეებს, ყველაზე უკანასკნელი ვიღაცა დამპალი სულის ხელოსანი ქვეყანაში ამ საქმეში თუ 200 ლარს მოგვატყუებს და მოგვიმატებს თქვენ 8000 ლარს გვატყუებთ და გვიმატებთ, თუ არ გადაიხდი გიჩივლებო ამასაც მყისიერად ამატებთ, უსისხლო ხალხი ხართ, ეს არის სუფთა გამომძალველობა, სახელმწიფოსგან ოფიციალური რეკეტი, გილოცავთ ხალხნო ყველაზე უნამუსო ყაჩაღი და გამომძალველი სახელმწიფო გვაზის თავზე, ბრავო !

გააზიარეთ, ნახოს ყველამ რასთან გვაქვს საქმე ! ავტობუსს ახლოს არ გაეკაროთ, თორემ გაგპარსავენ კი არა ვის აქვს საერთოდ 10 000 ლარი და უდევს, პატარა 200 ლარიანი ზიანის გამო 10000 ლარს მიგატანინებენ, ვალებს აგაღებინებენ, რა ენაღვლებათ, ეს არის ყაჩაღობა მეტი არაფერი ! ამ ქვეყანას სახელმწიფო რომ ერქვას უნდა გამოიძიოს შესაბამისმა სამსახურმა, მიაკითხოს კომპანიას და ნახოს ერთი რა დაუჯდა ამ პატარა ზიანის გამოსწორება რომელიც არ აღემატება 200 ლარს და რატო ითხოვს სანაცვლოდ 10 000 ლარს !“, - წერს მამუკა კოწოწაშვილი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 „ბავშვისთვის ვიყიდე იოგურტი, გადავირიე ისეთი ამბები დამხვდა შიგნით...“ - ნიკა გოგოლაძე „მაგნიტში“ შეძენილ პროდუქციაზე

🔵„ნუ გგონიათ წესის აგება რაღაც ჯადოსნური საშუალება მიცვალებულის იმქვეყნიური „კეთილმოწყობისთვის“. წესის აგება არაფერს ცვლის“ - დეკანოზი თამაზ ლომიძე

🔵„გუშინ გავქრისტიანდი, კეთილი იყოს ჩვენი გაცნობა“ - ნატო გელაშვილი შვილიშვილის ფოტოს აქვეყნებს