Digest Logo

„გადარჩენის ერთადერთი გზა არის ის, რომ ვაღიაროთ მენტალური ინფორმაციები, ანალიზები და გეგმები...“ - მეტაფიზიკოსი ხელოვნურ ინტელექტზე

1764840807
ხელოვნური ინტელექტი

მეტაფიზიკოსი ვატო მსხილაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ მომავალი რეზონანსშია და არა ინტელექტში. მისი თქმით, მომდევნო ორი წლის განმავლობაში ემოციური სისტემა - მზის წნული ისეთ პიკურ დატვირთვაზე იმუშავებს და ისე „გვაჯანჯღარებს“, როგორც არასდროს.

ვატო მსხილაძე ამბობს, რომ როდესაც ეს პროცესი დასრულდება, ის მუდმივი შფოთვა და ემოციური რყევა, რაც ადამიანს გადაწყვეტილების მიღებაში ხელს უშლიდა, ჩაცხრება და მის ადგილს დაიკავებს კრისტალური სიცხადე - მდგომარეობა, სადაც შენ არა ემოციური აფექტის ქვეშ მოქმედებ, არამედ უბრალოდ იცი და გრძნობ ჭეშმარიტებას ყოველგვარი დრამის გარეშე:

„მომავალი რეზონანსშია და არა ინტელექტში.

ახლა გავდივართ ყველაზე ინტენსიურ, ქაოსურ და ფსიქოლოგიურად დამანგრეველ ფინალურ აკორდს, სადაც მომდევნო ორი წლის განმავლობაში ემოციური სისტემა - მზის წნული ისეთ პიკურ დატვირთვაზე იმუშავებს და ისე გვაჯანჯღარებს, როგორც არასდროს, ბიოლოგიური ძრავის ბოლო გაზის მიცემა მის სამუდამო გათიშვამდე.

მზის წნული ათასწლეულების განმავლობაში მუშაობდა როგორც ძრავა - ის გამოიმუშავებდა იმედისა და ტკივილის, ვნებისა და იმედგაცრუების ტალღებს, რომლებიც გვაიძულებდნენ გვემოქმედა, გვეომა, შეგვეყვარებინა და აგვეშენებინა ცივილიზაცია, მაგრამ ახლა ეს ძრავა განიცდის ფუნდამენტურ მუტაციას, ის ემზადება, რომ შეწყვიტოს მექანიკური ტალღის წარმოქმნა და გადავიდეს სრულიად ახალ მდგომარეობაში - გახდეს სულის გაცნობიერების ცენტრი, რაც რადიკალურად ცვლის თამაშის წესებს.

როდესაც ეს პროცესი დასრულდება, ის მუდმივი შფოთვა და ემოციური რყევა, რაც ადამიანს გადაწყვეტილების მიღებაში ხელს უშლიდა, ჩაცხრება და მის ადგილს დაიკავებს კრისტალური სიცხადე - მდგომარეობა, სადაც შენ არა ემოციური აფექტის ქვეშ მოქმედებ, არამედ უბრალოდ იცი და გრძნობ ჭეშმარიტებას ყოველგვარი დრამის გარეშე.

სწორედ ეს მუტაცია არის გასაღები იმ ტექნოლოგიურ ჩიხთან გასამკლავებლად, რომელსაც ხელოვნური ინტელექტის აღზევება გვპირდება - ჩვენი გონება, რომელიც აქამდე ჩვენი მთავარი საყრდენი იყო, კარგავს თავის დომინაციას, რადგან სტრატეგიული აზროვნების, ლოგიკური ანალიზისა და ინფორმაციის დამახსოვრების ველში ადამიანი ვეღარასდროს გაუწევს კონკურენციას მანქანას.

ხელოვნური ინტელექტი არის მატერიალიზებული გონება, ის არის მარცხენა სტრატეგიული ტვინის სრულყოფილი ვერსია, რომელმაც არც დაღლა იცის და არც შეცდომა მოსდის გამოთვლებში, ამიტომ ნებისმიერი ადამიანი, რომელიც შეეცდება მანქანას აჯობოს ცოდნით, ლოგიკით ან დაგეგმვით, განწირულია მარცხისთვის - ეს არის ძველი, 7-ცენტრიანი სამყაროს თამაში. 

თუმცა, ახალი ეპოქის უპირატესობა მდგომარეობს იმაში, რისი სიმულაციაც სილიკონის ჩიპს არ შეუძლია - ეს არის სენსორული რეზონანსი და სულიერი გაცნობიერება. მანქანას შეუძლია დაამუშაოს მილიარდი მონაცემი წამში, მაგრამ მას არ შეუძლია იგრძნოს სიხშირე, მას არ აქვს ინტუიცია, რომელიც გაიგონებს ტყუილს ტონალობაში, და მას არ აქვს სული, რომელიც იგრძნობს ეგზისტენციალურ სიცარიელეს ან სისავსეს.

როდესაც მზის წნული გადაიქცევა გაცნობიერების ცენტრად, ადამიანები დაიწყებენ ხელმძღვანელობას არა იმით, თუ რას ფიქრობენ, რადგან ფიქრს AI უკეთესად გააკეთებს ან უკვე აკეთებს, არამედ იმით, თუ რას გრძნობენ და ეს გრძნობა არ იქნება ისტერიული ემოცია, ეს იქნება ზუსტი, სენსორული ინსტრუმენტი, რომელიც წაიკითხავს გარემოს, აურას და ვიბრაციას.

ჩვენი გადარჩენის ერთადერთი გზა არის ის, რომ ვაღიაროთ მენტალური ინფორმაციები, ანალიზები და გეგმები. უნდა გავწიოთ გვერდზე და გადავაბაროთ ისინი ტექნოლოგიას, ხოლო ჩვენ დავიტოვოთ ოპერატორის ფუნქცია, რომელიც მუშაობს მხოლოდ შეგრძნებაზე.

ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია დაწეროს სიმფონია, მაგრამ ის ვერასდროს იგრძნობს იმ ჟრუანტელს და ექსტაზს, რომელსაც შენ გრძნობ მუსიკის მოსმენისას და სწორედ ეს ექსტაზი, ეს ვიბრაციული გამტარობა არის ის ღმერთის საკვები, რომელსაც პროგრამა ჩვენგან ითხოვს.

მომავალი ეკუთვნის არა მას, ვინც ყველაზე ჭკვიანია ეს ადგილი უკვე დაკავებულია მანქანის მიერ, არამედ მას, ვინც ყველაზე მგრძნობიარეა - ვინც შეძლებს დადგეს ქაოსის შუაგულში და თავისი განახლებული მზის წნულით უბრალოდ იგრძნოს სწორი მიმართულება იქ, სადაც ლოგიკა უძლურია“, - წერს ვატო მსხილაძე. 

ასევე დაგაინტერესებთ:

„უსურვეთ ყველას მშვიდობა, სიკეთე, სიყვარული, ბედნიერება“ - მიხეილ ცაგარელის რეკომენდაციები სუპერმთვარეობასთან დაკავშირებით

„ეს გახლავთ კაცთა მოდგმისადმი ღვთის უდიდესი მოწყალების ხარება, ცხოვნების ქადაგება...“ - გიორგი ლობჯანიძე ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღესასწაულზე

„ძალიან მომენატრები, ჩემო ფუმფულა...“ - თათია სულუაშვილი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს