ასტროლოგი და ფსიქოლოგი გიორგი ლობჯანიძე სოციალურ ქსელში პერიოდულად პოსტებს აქვეყნებს, სადაც ასტროლოგიურ პროგნოზსა და გლობალური თემებს მიმოიხილავს.
ამჯერად იგი ახალ სტატუსს აქვეყნებს, სადაც საზოგადოებაში არსებულ პრობლემაზე წერს:
„ერთ-ერთ ვიდეო რგოლს ვუყურებდი, სადაც ახალგაზრდა ქართველი მამაკაცი საქართველოში მოძრაობს, გამვლელებს გამარჯობას ეუბნება და ეს ხალხი ისე უყურებს, თითქოს რაღაც საოცრება მოხდა.
ეს მართლაც ასეა, სამწუხაროდ.
მე პირადად, ევროპელების და არა მარტო, მომწონს მათი კომუნიკაბელურობა და ბევრ ადგილას დიალოგში მარტივად შემოსვლა.
ვისაც გიმოგზაურიათ, დამეთანხმებით, ალბათ, რომ ამ და ბევრ საკითხში მეტი ადაპტაბელურობა აქვთ.
ბუნებრივია, მინუსიც ბევრია, ხოტბას არავის ვასხამ … უბრალოდ იმდენად იგრძნობა ნატანჯი სახეები და ერთმანეთისადმი მკაფიო უნდობლობა ჩვენში, რომ გულის ტკივილის მეტი არაფერია.
სამუშაოა ძალიან ბევრი, ერის გარკვეული ნაწილი თავიდანაა აღსაზრდელი. შეგნება კიდევ ის თვისებაა, რაც გაქვს ან არ გაქვს.
ბოლო ბოლო - „გამარჯობა უფასოა“.
მაგრამ მარტო გამარჯობა კი არა, ქუჩაში რომ გაგიჭირდეს ყურადღებას არავინ მოგაქცევს. ესაა ყველაზე ტრაგიკული და ამაზრზენი.
რა გითხრათ, მეტი სინათლე მსურს ჩემ ერში დავინახო, იმედი მაქვს ერთად ვნახავთ“, - წერს გიორგი ლობჯანიძე.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„გაუშვი შენი ცხოვრებიდან ყველაფერი უსარგებლო...“ - ქეთი ოდიშელი 15-დან 20 მარტის პერიოდზე
🎥 „კიბოს განვითარების რისკები მატულობს“ - ზაზა თელიას გაფრთხილება გასახდომ ინექციებზე
⭕„შეიძლება იყოს შოკის მომგვრელი ან რადიკალური ცვლილებების დღე...“ - 11 მარტის ტაროლოგიური პროგნოზი