Digest Logo

„გამოშიგნული დავდივარ, დე!“ – ანრი ბიბინეიშვილის ემოციური პოსტი გარდაცვლილ დედაზე

1751288496
მსახიობ ანრი ბიბინეიშვილ-

მსახიობი ანრი ბიბინეიშვილი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს ავრცელებს და დედის გარდაცვალების შემდეგ მის გრძნობებს საჯაროდ უზიარებს საზოგადოებას:

„დე. გამოშიგნული დავდივარ, დე!“, - წერს ანრი ბიბინეიშვილი. 

მსახიობის თქმით, მისი დედას გულნარა ჯაყელს სიცოცხლეში ჯანმრთელობის პრობლემები აწუხებდა, რაზეც ბიბინეიშვილი ერთ-ერთ ინტერვიუში ჰყვებოდა.

„დედა ორჯერ ნაინსულტარია, პლუს შაქრიანი დიაბეტის მატარებელია. ჯანმრთელობა შერყეულია. თუმცა თავის არაჩვეულებრივ გვარსა და წარმომავლობას, თავისი პიროვნებით ამართლებს. დედა გულნარა ჯაყელი გახლავთ. მუშაობდა სხვადასხვა ადგილას, მათ შორის, ყრუ-მუნჯთა საზოგადოებაში, საკონდიტროში, სამკერვალოში, ღამღამობით კერავდა ჩანთებს, რომ ოჯახი გამოეკვება. საჭმელ-სასმელი მისი წყალობით არ გვაკლდა. სულ შრომობდა“,- ამბობდა მსახიობი ერთ-ერთ ინტერვიუში.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „სად გარბიხართ?“ – ლიზა ჩიჩუასა და ირაკლი მაქაცარიას ტრენდულმა ვიდეომ გამომწერები გაახალისა

⭕„სირცხვილია! მთის კაცს არ შეეფერება“ - რა მოხდა ღონისძიებაზე, რომელსაც გელა დაიაური მესამე წელია თბილისში ატარებს

🎥 ზიანი თუ სარგებელი: რა უნდა იცოდეთ ყინულის კუბებით სახის გაწმენდის დროს? - დერმატოლოგის რჩევები!