ქართული ლიტერატურის მკვლევარი, ფილოლოგიის დოქტორი და ესეისტი გია მურღულია სოციალურ ქსელში მორიგ საინტერესო, შთამაგონებელ პოსტს აქვეყნებს, სადაც ადამიანის ფსიქოლოგიურ განწყობაზე, შინაგან სიმშვიდესა და მარტოობის აუცილებლობაზე საუბრობს.
„ხანდახან იმის დროც უნდა დადგეს, რომ მოსწყდე ყოველდღიურობის ფაციფუცს, გამალებულ ჩართულობას საჭიროებისა თუ კონკურენციის ორომტრიალში, ციყვივით სირბილს ბორბლის შიგნით და უბრალოდ დაისვენო - ყველასგან და ყველაფრისგან.
პრობლემა ის არის, ამ განწყობამ მიჩვევა იცის და შეიძლება „უკან დაბრუნება“ აღარც მოგინდეს, თუმცა ახლა „ლუარსაბობაზე" არ ვსაუბრობ.
რა თქმა უნდა, ადამიანისთვის ყველა პასუხისმგებლობა უცვლელად რჩება, მაგრამ მას უფლება აქვს, ზოგჯერ „მოეშვას“ - გაერიდოს ცხოვრებისეულ „გაწამაწიას“, შფოთს, კონფლიქტებს, მუშაობის დაძაბულ რიტმს.
ეს აუცილებელია, რომ ის თავის თავთან მარტო დარჩეს, სული მოითქვას, ღმერთსა და სამყაროს დაელაპარაკოს, დაფიქრდეს, რას და როგორ აკეთებს, ადამიანებთან და პროფესიასთან ყოფნა მოინატროს.
„ცოტა ხნით წასვლა ნიშნავს დიდი ხნით დარჩენას“.
როცა ამის აუცილებლობა და დრო დადგება, არ უთხრა უარი შენ თავს მარტოობაზე - ეს ადამიანებთან უკეთეს ურთიერთობას გაგიცოცხლებს.
სხვებს ყველაზე უკეთ ის ელაპარაკება, ვისაც თავის თავთან ლაპარაკი შეუძლია“, - წერს გია მურღულია.
ასევე დაგაინტერესებთ: