Digest Logo

გარდაიცვალა კომპოზიტორი ნუნუ დუღაშვილი - „დაგვტოვა ბობოქარმა გენიოსმა“

1793860048
ნუნუ დუღაშვილი

კომპოზიტორი ნუნუ დუღაშვილი 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.

სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელში მომღერალმა აჩიკო ბერიძემ გაავრცელა:

„არც კი ვიცი, რა დავწერო…სანამ უკანასკნელი ქართველი იარსებებს, ნუნუ დუღაშვილის ხსოვნაც იცოცხლებს 
დაგვტოვა ბობოქარმა გენიოსმა“, - წერს აჩიკო ბერიძე.

ცნობისთვის, ნუნუ დუღაშვილი დაიბადა 1933 7 თებერვალს. იგი იყო ქართველი კომპოზიტორი, მომღერალი. საქართველოს სსრ ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1983), თბილისის საპატიო მოქალაქე (2004).

1959 წელს დაამთავრა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია. 1959-1962 წლებში მუშაობდა კინოსტუდია „ქართული ფილმის“ დოკუმენტური ფილმების სტუდიაში მუსიკალურ რედაქტორად.

1962 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას ზაქარია ფალიაშვილის სახელობის მუსიკალურ ათწლედში. 1965-2002 წლებში - საქართველოს ტელევიზიის მუსიკალური გაფორმების განყოფილების უფროსი იყო. ძირითადად მუშაობს სიმღერის ჟანრში.

პოპულარობა მოიპოვეს სიმღერებმა: „ქუთაისო“, „იმერეთის ნიავი“, „ღმერთი სიყვარულისა“, „ბათუმი რად ღირს, მარტო“, „ჩემი სიმღერა“, „კახეთო“, „სამშობლო“, „თბილისო, სიყვარულო“.

დაწერილი აქვს ასევე საფორტეპიანო კონცერტი, საფორტეპიანო სონატა, მუსიკა დოკუმენტური და სატელევიზიო, აგრეთვე თოჯინური ფილმებისათვის. 2012 წელს დიდი საკონცერტო დარბაზის წინ გაიხსნა მისი ვარსკვლავი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ ვინ არის ნამდვილი მონსტრი და სად გადის ზღვარი გმირსა და ბოროტმოქმედს შორის: რას წერს ნინი დგებუაძე

⭕ მუდმივი წარმატების დევნა და პერფექციონიზმის მახე: რას წერს რამაზ გიგაური „იკაროსის სინდრომსა“ და დასვენების აუცილებლობაზე

⭕ „გამოავლინეთ შემოქმედებითობა...“ - 5 ნოემბრის ენერგიები

✕