ცნობილი არქიტექტორი ვახტანგ დავითაია 92 წლის ასაკში გარდაიცვალა - ინფორმაციას საქართველოს კულტურის სამინისტრო სოციალურ ქსელში ავრცელებს:
„მწუხარებას გამოვთქვამთ ცნობილი არქიტექტორის, ხელოვანისა და მეცნიერის, ვახტანგ დავითაიას გარდაცვალების გამო.
ვახტანგ დავითაია, არაერთი სკულპტურული კომპოზიციის პროექტის ავტორი, გამოირჩეოდა საქმისადმი განსაკუთრებული ერთგულებითა და პროფესიონალიზმით.
წლების განმავლობაში იყო „არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის განთავსების თაობაზე საქართველოს კულტურის სამინისტროში შემოსული წინადადებებისა და მათზე თანდართული მასალების განმხილველი საექსპერტო საბჭოს“ წევრი.
სამძიმარს ვუცხადებთ ბატონი ვახტანგის ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებსა და კოლეგებს“, - წერია სამძიმრის წერილში.
⭕ ასევე დაგაინტერესეთ:
⭕ 7 მიზეზი, რის გამოც ბროწეული თქვენს რაციონში აუცილებლად უნდა იყოს