Digest Logo

🎥 ცნობილია ბიოფსიის პასუხი: ფოტოგრაფი „დანტესი“ დედის ჯანმრთელობაზე სასიხარულო ინფორმაციას გვიზიარებს

1783074397
 „დანტესი“   „დანტესი“

ფოტოგრაფი „დანტესი“ იგივე დავით ოქროპილაშვილი, რომელიც საზოგადოებამ კეთილი საქმეების გამო შეიყვარა, სოციალურ ქსელში ვიდეოს ავრცელებს, სადაც დედის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სასიხარულო ინფორმაციას გვიზიარებს.

ფოტოგრაფის თქმით, დედის ბიოფსიის პასუხი უკვე ცნობილია, ორგანიზმში სიმსივნური წარმონაქმნი არ დადასტურდა და პაციენტს ოპერაციული ჩარევა აღარ დასჭირდება.

„სასიხარულო ამბით დაგიბრუნდით ჩემი დედიკოს შესახებ. მოვიდა ანალიზის პასუხები. არანაირი წარმონაქმნი არ არის. კარგი პასუხია, ყველაფერი კარგად არის. არაფერი არ რის სიმსივნური წარმონაქმნი, პოლიპი არის უბრალოდ, კარგად არის ყველაფერი.

ახლა არ ვიმყოფები საქართველოში, ვნერვიულობდი და მედეამ წეღან დამირეკა და მითხრა ეს ამბავი. ოპერაციული ჩარევა არ არის საჭიროო. მადლობა ღმერთს“, - ამბობს დავით ოქროპილაშვილი ვიდეოში.

ვრცლად, იხილეთ ვიდეო:

⭕ ასევე დაგაინტერესეთ:

🎥 ხელის თხოვნა 443 მეტრ სიმაღლეზე და ფინალი პოლიციის განყოფილებაში: როგორ დასრულდა რუსი ექსტრემალების რომანტიკული ხელის თხოვნა ამერიკის ერთ-ერთ ცათამბჯენზე

🎥 „ტექნიკა ჭედავს, კომუნიკაციაში გაუგებრობები ჩნდება, არ არის კარგი ტექნიკის შეძენა“ - რას მოგვიტანს 23 ივლისამდე მერკურის რეტროგრადულობა: მარიამ შუკაკიძის ასტროპროგნოზი

⭕ „როგორ მიყვარს ეს გოგოები“ - ნინა ცქიტიშვილის ოჯახური კადრები