Digest Logo

🎥 ხელის თხოვნა 443 მეტრ სიმაღლეზე და ფინალი პოლიციის განყოფილებაში: როგორ დასრულდა რუსი ექსტრემალების რომანტიკული ხელის თხოვნა ამერიკის ერთ-ერთ ცათამბჯენზე

1783073517
შეყვარებული წყვილი

ნიუ-იორკში მდებარე „ემპაირ სტეიტ ბილდინგის“ ანძაზე უკანონოდ ასულმა წყვილმა ყურადღება მთელი მსოფლიოს მასშტაბით მიიპყრო.

ექსტრემალური ასვლის დასრულების შემდეგ კაცმა პარტნიორს 443 მეტრ სიმაღლეზე ხელი სთხოვა, თუმცა რომანტიკული მომენტი მალევე პოლიციის ჩარევით დასრულდა.

რუსი ექსტრემალი, ფოტოგრაფი ანჯელა ნიკოლაუ და მისი პარტნიორი ივან კუზნეცოვი „ემპაირ სტეიტ ბილდინგის“ ანძაზე უნებართვოდ ავიდნენ. წყვილმა ასვლის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელებში გაავრცელა.

ცათამბჯენის ყველაზე მაღალ წერტილზე მათ გაშალეს ბანერი წარწერით: „როდესაც სიყვარულის ძალა ძალაუფლების სიყვარულს აჯობებს, მსოფლიო მშვიდობას შეიცნობს.“

სწორედ ამის შემდეგ ივან კუზნეცოვმა ანჯელა ნიკოლაუს ხელი სთხოვა, რაზედაც ქალმა თანხმობა განაცხადა.

ინციდენტის დასრულების შემდეგ სამართალდამცველებმა ორივე დააკავეს. მათ ბრალი ედებათ კერძო ტერიტორიაზე უკანონო შეღწევასა და სხვა სამართალდარღვევებში. ამერიკული მედიის ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს.

ანჯელა ნიკოლაუ და ივან კუზნეცოვი მსოფლიოში ცნობილი ურბანული ალპინისტები (Rooftoppers) არიან. ისინი არაერთხელ გამხდარან ყურადღების ცენტრში მაღალი შენობებისა და კონსტრუქციების უკიდურესად სახიფათო, ხშირად უნებართვო, ასვლების გამო.

მათი ვიდეოები სოციალურ ქსელებში მილიონობით ნახვას აგროვებს, თუმცა მსგავსი ქმედებები უსაფრთხოების სერიოზულ რისკებთან არის დაკავშირებული და ხშირ შემთხვევაში კანონდარღვევად ითვლება.

⭕ ასევე დაგაინტერესეთ:

🎥 „ტექნიკა ჭედავს, კომუნიკაციაში გაუგებრობები ჩნდება, არ არის კარგი ტექნიკის შეძენა“ - რას მოგვიტანს 23 ივლისამდე მერკურის რეტროგრადულობა: მარიამ შუკაკიძის ასტროპროგნოზი

⭕ „როგორ მიყვარს ეს გოგოები“ - ნინა ცქიტიშვილის ოჯახური კადრები

⭕ „სიმდაბლე ის არის, რომ ხედავ, არ გაქვს ის სრულყოფილება, ხედავ, რომ არ გაქვს მოყვასის ის სიყვარული...“ - დეკანოზი თეოდორე გიგნაძე